შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი 2 სექტემბერს დაიხურება

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი 2 სექტემბერს დაიხურება

ამ წუთებში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, ხვალ, 2 სექტემბერს, დასკვნითი საღამოთი სწორედ „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დირექტორი ანა კავლელიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ესპანელი ფოლკლორისტი პოლო ვალეხო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალაკონცერტის დეტალებსა  და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ტარდება და  წელს, გურიასთან ერთად,  აჭარაც მასპინძლობს. ფესტივალმა სტარტი გუშინ, ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ასევე გაგრძელდება დღეს, 1-ელ სექტემბერს, 17:00 საათზე ურეკის კულტურის სახლში. კონცერტში, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა,  მონაწილეობენ ქართული ფოლკლორული ჯგუფები: „შემოქმედი“, „რეხეული“, „ამაღლება“, „ადილეი“, „ძირიანი“, „შილდა“, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და  თურქეთიდან.

ამავე დღეს, დაგეგმილია რეპეტიციები „Black Sea Arena“-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილე საკუთარ ნომერს შეასრულებს  ხმის და  კონცერტის რეჟისორთან ერთად. ფესტივალი 2 სექტემბერს,  გრანდიოზული გალაკონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება.  მნიშვნელოვანია, რომ გალაკონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან – ფლამენკოს შემსრულებელი ჯგუფი „La Moneta &  Flamenco“ სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალაკონცერტზე, 2 სექტემბერს წარდგება მაყურებლის წინაშე.  მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. საქართველოს კი ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარმოადგენენ.

 

წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ,  ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  „Black Sea Arena“-ს,  „Check in Georgia“-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.

სიახლეები/

|

September 1, 2017 / 3:24 pm

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ბლექ სი არენას“ 2 სექტემბერს „ფლამენკოს ჯადოქრები“ ესტუმრებიან

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გრანდიოზული გალაკონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება. უკვე მეორე წელია, ფოლკლორის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ახლად დაფუძნებული ფესტივალის სტუმრები არიან.  ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება, მისი ორგანიზატორი კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია. დასკვნითი საღამო, როგორც წინა წელს, ახლაც, „ბლექ სი არენაზე“ იგეგმება. დარბაზის ხელმძღვანელობა მოხარულია, რომ ჟანრის […]

„ბლექ სი არენაზე“ ერიკ ბენესა და სი ლო გრინის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება

ერიკ ბენე და სი ლო გრინი ერთობლივ „სოულის ღამეს“ ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდთან ერთად 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართავენ. ერიკ ბენე საქართველოში უკვე ნამყოფია, სი ლო გრინი კი ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრება. მათ ცალ-ცალკე პროგრამა ექნებათ და ერთობლივ ჯემსეიშენსაც შემოგვთავაზებენ. ერიკ ბენესა და სი ლო გრინის კონცერტის მიმართ მელომანებმა დიდი დაინტერესება გამოთქვეს. „ჩენ ინ ჯორჯიას“ […]

Eric Benet და Cee Lo Green 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ერთობლივ კონცერტს წარმოგვიდგენენ!..

„ბლექ სი არენა“ წელს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს. შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტები ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში სცენაზე გამოდიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური პროექტი, რომელიც ამერიკელ მუსიკოსს, ერიკ ბენეს ეკუთვნის, „ბლექ სი არენაზე“ 10 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული. როგორც დღეს გამართულ […]

„Gipsy Kings“ 18 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს

ფლამენკოს, სალსასა და პოპ მუსიკის ცნობილი შემსრულებელი ჯგუფი „Gipsy Kings“ საქართველოს პირველად ეწვევა. ანსამბლი კონცერტს 18 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს. ეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანუკა კავლელიშვილმა, რამდენიმე პროექტის ავტორთან ერთად ისაუბრა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის მუსიკალური განრიგის შესახებ. როგორც ანიმ აღნიშნა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არა […]

“აეროსმიტის” ბილეთები 3 საათში გაიყიდა!..

Biletebi.ge-სა და tkt.ge-ზე განთავსებული “აეროსმიტის” კონცერტზე დასასწრები ბილეთები სამ საათში სრულად გაიყიდა. სოცქსელში ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად წერენ, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ბილეთის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის “ბლექ სი არენაზე” კონცერტს უამრავი მისი თაყვანისმცემელი ელოდება. აჭარაში 20 მაისისთვის სასტუმროების ნაწილი უკვე სრულადაა დაჯავშნილი. გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში “აეროსმიტი” საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს და […]

რეკლამა