„თითქმის 2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში.. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ.. არა ძალადობას!“ – კესარია აბრამიძე

0
200

ფოტომოდელი კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ მისი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამის შესახებ კესარიამ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ყველაფერზე საჯაროდ ისაუბრებს.

„მოგესალმებით მეგობრებო, თითქმის 2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით 🤷‍♀️ რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციიდან, აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომვარდა (Mari Xelashvils) თორემ შეიძლება, დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს“, – წერს კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here