სად გეგმავენ ქორწილის გადახდას გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი

0
9834

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარობდა.
გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა, როგორ გაიცნო რჩეული, ელენე ეპიტაშვილი.

„სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს, სავარაუდოდ თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.

მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here