ქართული HELLO!-ს ახალი, ინტერაქტიული ვერსია გამოვიდა

ქართული HELLO!-ს ახალი, ინტერაქტიული ვერსია გამოვიდა

ჟურნალი HELLO!-ს, რომელიც ქართველ მკითხველს ექსკლუზიური ინტერვიუებით, საინტერესო ფოტოსესიებითა და სიახლეებით უკვე 2 წელია ანებივრებს, ამიერიდან ინტერაქტიული ვერსიის სახითაც წარდგება ჩვენ წინაშე.

21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ონლაინ ვერსია, რომელიც Harry Potter-ის გაზეთების მსგავსად, გაცოცხლებული იმიჯებით, მუსიკითა და ვიდეოებითაა გაფორმებული,  მკითხველისთვის ჟურნალთან ერთად გატარებულ დროს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

შეგახსენებთ, რომ HELLO! ყოველთვიური გამოცემაა. შესაბამისად, მისი ინტერაქტიული ვერსიაც ბეჭდურთან ერთად თვეში ერთხელ გამოვა, თუმცა სიახლე მხოლოდ ყოველთვიურ გამოცემას არ მოიცავს. მკითხველს ინტერაქტიულ ვერსიაში HELLO! DÉCOR-ისა და HELLO! PRET-A-PORTER-ის ინტერაქტიული ვერსიების დათვალიერების საშუალებაც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის თვის მთავარი თემა ანსამბლი „ქართული ხმები“ გახლავთ. მუსიკოსები ულამაზეს მეუღლეებთან ერთად HELLO!-მ „შატო მუხრანში“ გადაიღო. ფოტო გადაღების ვიდეო ესპანური ტელევიზიის HOLA TV-ის ეთერშიც მოხვდა.

სიახლეები/

|

February 23, 2018 / 2:33 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

HELLO!-ს მარტის ნომერი ქალებისთვის და მათ შესახებ

ჟურნალი HELLO!-ს მარტის ნომრის მთავარი თემა ძლიერი ქალებია. პრიალა ჟურნალის ფურცლებზე ის ქალბატონები მოხვდნენ, ვინც მსოფლიო, თუ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. მკითხველი ხატია ბუნიათიშვილის, ნანა ექვთიმიშვილის და  სოფო ჭყონიას ისტორიებს გაეცნობა. მარტის ნომერში დიდი ადგილი ეთმობა ცნობილ ტელეწამყვანს, ფილანტროპსა და მომავალ პოლიტიკოსს – ოპრა უინფრის. ქალბატონი, რომელმაც […]

Hello!-ს დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ჟურნალ „Hello!-ს“ დეკემბრის ნომერი უკვე გამოსულია. გადავხედოთ, რა თემებით დაინტერესდა ცნობილი ჟურნალი 2017 წლის მიწურულს. ფიფას „წლის ფეხბურთელი“ ჟურნალ HELLO!-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს. მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი უკვე 4 შვილის მამაა. რა გეგმები აქვს 32 წლის ფეხბურთელს, რატომ გადაწყვიტა ცხოვრების მეგზურად ესპანელი მოდელის არჩევა და როგორია სტადიონიდან ოჯახურ ცხვრებაში გადანაცვლება? ამ შეკითხვებზე პასუხს […]

Hello! -ს ნოემბრის ნომრის სტუმრები – „ფორტუნას“ წამყვანები გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი

Hello! -ს ნოემბრის ნომერში ცნობილმა გამოცემამ „ფორტუნას“ წამყვანები, გიორგი დობორჯგინიძე და ნიკა კუხალეიშვილი ჩაწერა. მათი ხმები ერთმანეთში არასდროს ეშლებათ. ასეთი ნიჭიერი და გემოვნებიანია რადიო „ფორტუნას“ მსმენელი. რადიოსადგურების მენეჯერებს კი ახალი სახეების აღმოჩენის უნიკალური ნიჭი აქვთ. ნიკა კუხალეიშვილი და გიორგი დობორჯგინიძე „ფორტუნას“ დიდ ოჯახს შედარებით გვიან შეუერთდნენ, თუმცა FM 106.9-ზე საკუთარი ადგილი უკვე დიდი ხანია, იპოვეს. […]

„Hello!“-ს ნოემბრის ნომრის მუზა ლიკა ქავჟარაძეა – რას წაიკითხავთ ჟურნალის ფურცლებზე

„Hello!“-ს ნოემბრის ნომრის გარეკანს ლიკა ქავჟარაძის ახალ უკვე ცნობილი ფოტო ამშვენებს, რომელზეც გარდაცვლილი მსახიობი ულამაზესია. „ქართული სილამაზის ეტალონი“ – ასეა დასათაურებული სტატია, რომელიც მარიტას როლის შემსრულებელს ეძღვნება – „ლიკამ კინოში 30-მდე როლი განასახიერა, პოპულარობა კი მარიტას როლმა მოუტანა… სამსახიობო კარიერა 12 წლიდან, მოკლემეტრაჟიან ფილმში „შადრევანი“ მონაწილეობით დაიწყო და მალევე საკუთარი შემოსავლით, ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა… […]

რეკლამა