ქართული HELLO!-ს ახალი, ინტერაქტიული ვერსია გამოვიდა

0
1453

ჟურნალი HELLO!-ს, რომელიც ქართველ მკითხველს ექსკლუზიური ინტერვიუებით, საინტერესო ფოტოსესიებითა და სიახლეებით უკვე 2 წელია ანებივრებს, ამიერიდან ინტერაქტიული ვერსიის სახითაც წარდგება ჩვენ წინაშე.

21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ონლაინ ვერსია, რომელიც Harry Potter-ის გაზეთების მსგავსად, გაცოცხლებული იმიჯებით, მუსიკითა და ვიდეოებითაა გაფორმებული,  მკითხველისთვის ჟურნალთან ერთად გატარებულ დროს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

შეგახსენებთ, რომ HELLO! ყოველთვიური გამოცემაა. შესაბამისად, მისი ინტერაქტიული ვერსიაც ბეჭდურთან ერთად თვეში ერთხელ გამოვა, თუმცა სიახლე მხოლოდ ყოველთვიურ გამოცემას არ მოიცავს. მკითხველს ინტერაქტიულ ვერსიაში HELLO! DÉCOR-ისა და HELLO! PRET-A-PORTER-ის ინტერაქტიული ვერსიების დათვალიერების საშუალებაც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის თვის მთავარი თემა ანსამბლი „ქართული ხმები“ გახლავთ. მუსიკოსები ულამაზეს მეუღლეებთან ერთად HELLO!-მ „შატო მუხრანში“ გადაიღო. ფოტო გადაღების ვიდეო ესპანური ტელევიზიის HOLA TV-ის ეთერშიც მოხვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here