„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

0
2508

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს.

ეთუნა ინწკირველი:

ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პატარა შეხება მქონდა ბეჭდურ მედიასთან, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დროს ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი სამსახური მქონდა. ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ცვლილებებს შევეწირე, დავრჩი უსამსახუროდ (იღიმის). ბევრი ვიარე თუ ცოტა სხვადასხვა გასაუბრებაზე, სპორტულ ტელევიზიაში „ტე-ვე-ესი“ მივედი. შემომთავაზეს სპორტული ჟურნალისტობა, რაც რთულად მომეჩვენა, მაგრამ რადგან ვერაფერი ვიპოვე, ისევ მივბრუნდი. დავიწყე ტელევიზიაშუ მუშაობა და მოვიწამლე… „ტე-ვე-ესი“ გადაკეთდა „ტევე პირველად“, ეს პერიოდი რთული იყო, რადგან სპორტში გავერკვიე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად გადავკეთდით. მოვიდა ინგა გრიგოლია, ტელევიზიამ სხვა სული შეიძინა. პირველი ნაბიჯები გადავდგი და მეხუთე წელია, ახალ-ახალ ნაბიჯებს ვდგამ, ჯერ თავს არ მივიჩნევ შემდგარ ჟურნალისტად, ახლაც სწავლის პროცესში. ვარ.

თავიდან შევშინდი: ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია… ვფიქრობდი, როგორ გავტოლებოდი მათ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, გამოვარჩევ ვახო სანაიას, რომელმაც მესიჯების სახით მასწავლა ის, რაც უნდა ვიცოდე და რაც საჭიროა წამყვანისთვის.

მითხარი, რომ ემოციური ხარ… ეს რაში გიშლის ხელს, როგორც ტელეწამყვანს?

ემოციურობა ძალიან მიშლის ხელს. ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მკაცრი ვარ. როცა პირადად გამიცნობენ, სულ მეკითხებიან, რატომ არ იღიმიო. სულ ისეთ ამბებს ვყვები, მგონია, რომ ღიმილით ვერ წაიკითხავ… ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც ამბავს ისეთი ემოცია მოუტანია, რომ ცრემლები ვერ შემიკავებია. მაგალითად, როცა ბავშვების მკვლელობის ამბავი წამიკითხავს. ეს ემოციები, შესაძლოა, ეთერში შემეტყოს. დედა მეჩხუბება, შენი თავი უნდა მართოო. ვმუშაობ ამაზე და იმედი მაქვს, ნელ-ნელა გამოვასწორებ.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here