„ამ ამბავმა გამანახევრა… ერთი წელია ურთიერთობა არ გვაქვს, კამათი მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე მოხდა“ – ზურა ყიფშიძე შვილთან ურთიერთობაზე

0
374

რამ­დე­ნი­მე დღეა ყიფ­ში­ძე­ე­ბის გარ­შე­მო სკან­და­ლი არ წყდე­ბა. ცოტა ხნის წინ გა­ირ­კვა, რომ ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან მამა-შვი­ლი ყიფ­ში­ძე­ე­ბი. ზურა ყიფ­ში­ძის თქმით, კა­მა­თი შვილ­თან მისი ცხოვ­რე­ბის სტილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­უ­ვი­და.

რო­გორც “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უ­ბარ­ში ყიფ­ში­ძე ამ­ბობს, ამ ამ­ბავ­მა მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და.

– გი­ორ­გი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, ხომ?

– ბიშ­კეკ­შია სამ­კურ­ნა­ლოდ, მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღე­ბენ იმ უბე­დუ­რე­ბა­ზე (და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე), თან მო­ნა­წი­ლე­ობს… სამ­წუ­ხა­როდ, ერთი წე­ლია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა მაქვს.

– რა მოხ­და თქვენ შო­რის?

– არა­ფე­რი, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და და ვერ მიხ­ვდა ადა­მი­ა­ნი, დე­და­სა და მა­მა­სა პა­ტი­ვი ეციო… ამით იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ხომ? რა­ღა­ცას რომ აწყე­ნი­ნებ, მერე ბო­დი­შის მოხ­დაც უნდა შე­გეძ­ლოს… მერე დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დი, მაგ­რამ იქი­დან ვე­რა­ფე­რი ვიგ­რძე­ნი, ამი­ტომ დღეს ასეა.

– კა­მა­თი ყვე­ლა მშო­ბელ­სა და შვილს მოს­ვლია, თქვენს შემ­თხვე­ვა­ში რა სა­კი­თხზე იყო?

– მისი ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე, ცო­ლე­ბის ცვლა­ზე, მე ეს არას­წო­რი მგო­ნია და ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ე­პყრო სიყ­ვა­რულ­საც, ბავ­შვე­ბის შექ­მნა­საც და როცა ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს, და­ვე­ჯა­ხეთ. ამა­სო­ბა­ში კი ერთი წელი გა­ვი­და.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here