როდის დაიწყება 5 Seconds of Summer-ის ახალი მსოფლიო ტურნე?!

0
13

ჯგუფ 5 Seconds of Summer-ის ფანებს კარგი დღე გაუთენდათ, გარდა იმისა, რომ ბენდმა ახალი კლიპი წარმოადგინა, სიმღერაზე “Hey Everybody!”, ბიჭებმა ახალი ტურნეც დაანონსეს, რომელიც სტარტს 2016 წელს აიღებს.

რამდენიმე დღეში, უფრო კონკრეტულად კი 23 ოქტომბერს გაყიდვაში ჯგუფის ახალი, რიგით მეორე სტუდიური ალბომი – “Sounds Good Feels Good” ჩაეშვება გაყიდვაში. ამავე დისკშია შესული ბენდის ახალი სინგლი “Hey Everybody!” და “She’s Kinda Hot”. ეს უკანასკნელი მსმენელმა ჯერკიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში მოისმინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ნახეთ და შეაფასეთ 5 Seconds of Summer-ის უახლესი კლიპი “Hey Everybody!”…

[jwplayer mediaid=”4847”]