რეპერი T.I. სკანდალურ განცხადებას აკეთებს – “ამერიკის პრეზიდენტი ქალი არ უნდა იყოს“

0
35

T.I. ქალბატონების ყბაში ჩავარდა – აბა რა ეგონა, როცა აცხადებდა, ახლა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლოხნესის მონსტრი უფრო გახდება, ვიდრე ქალიო. რეპერი ერთ-ერთ შოუში იყო სტუმრად მისული, როცა მისი და წამყვანის საუბარი ჰილარი კლინტონს შეეხო – მუსიკოსის აზრით ამერიკის შეერთულბული შტატების პრეზიდენტი ქალი არ უნდა იყოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თურმე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აზრს სწრაფად იცვლიან და გადაწყვეტილებებსაც ზედმეტად ჩქარა იღებენ.

“არ მგონია, რომ მსოფლიო ამისთვის მზადაა“ -ასეთი სიბრძნით შემოიფარგლა T.I., ქალთა უფლებების დამცველებსაც მეტი რა უნდოდათ – მედიასაშუალებებმა რეპერი მიწასთან გაასწორეს, მათ არ ჩამორჩნენ მისი კოლეგები, მაგალითად ლილი ალენი.

T.I.-საც მეტი რა დარჩა – მეორე დღესვე თვითერის საშუალებით წერილი გააშანშალა და უხეში ფრაზების გამო ყველას ბოდიში მოუხადა. ამასობაში კი ჰილარი კლინტონის მიერ გავრცელებული საპრეზიდენტო კამპანიის ვიდეორგოლი მაყურებლებსა და ფანებს იკრეფს – მიმართვაში ქალი სხვადახვა სოციალური თემატიკის გარდა სწორედ ქალთა უფლებებს ეხება და განცხადება ამ ფრაზით ასრულებს – ბოლოსდაბოლოს მამებს შეეძლებათ ქალიშვილებს უთხრან – როცა გაიზრდები შენც შეიძლება გახდე პრეზიდენტი.