რა ურთიერთობა აქვთ ტეილორ ლოტნერსა და ეშლი ბენსონს?!

0
20

სანამ ტეილორ ლოტნერს კარიერული პაუზა აქვს, დროს დასვენებასა და გართობას უთმობს. ცოტა ხნის წინ მსახიობი პაპარაცებმა ჰოლივუდში ერთ-ერთ ღამის კლუბში დააფიქსირეს. სადაც მოგვიანებით სერიალ “Pretty Little Liars”-ის ვარსკვლავი ეშლი ბენსონიც მივიდა.

ინტერნეტში მსახიობების ერთად გამოჩენას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ეშლი მეგობართან ერთად იმყოფებოდა კლუბში. ჭორების გავრცელების მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მსახიობების რომანზე ჯერ კიდევ 2012 წელს წერდა პრესა, თუმცა მაშინ, ისევე როგორც ამ შემთხვევაში, ყველაფერი ტაბლოიდების ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდა…