ჭორები ნინი ბადურაშვილის გათხოვების შესახებ, ისევ აქტუალური გახდა. სოციალურ ქსელში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ნინი რუს ოლიგარქს მიჰყვება ცოლად, თუმცა ვის, არ აკონკრეტებენ.
ჭორების გადასამოწმებლად ნინის ჟურნალი „სარკე“ დაუკავშირდა.
– ნინი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქს მიჰყვებით ცოლად. ეს სიმართლეა?
– რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. ხომ იცით, რომ მორიგი დებილობაა, არ მინდა ეს კითხვა.
– რატომ დაგაკავშირეს ისევ რუსეთთან?
– არ ვიცი, სულ ასე არ მაკავშირებენ გაუგებარ ხალხთან?
– ანუ თქვენს პირადში სიახლე არაფერია?
– საერთოდ არაფერი.
– შეყვარებულიც არა ხართ?
– ხომ იცით, რომ ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ტყუილად მეკითხებით პირად თემებზე. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ პირადზე აღარ ვისაუბრო.