თინა კანდელაკის ქალიშვილმა რუსული პრესა აალაპარაკა

0
2075

რუსეთში მცხოვრები, ქართველი ტელეწამყვანის, თინა კანდელაკის ქალიშვილი, მელანია რუსული პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა. თინეიჯერმა გოგონამ „თადლერის დებიუტანტის“ წვეულებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. „თადლერის დებიუტანტი“ რუსეთში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, რომელიც წელს უკვე მეექვსედ იმართება. მასში მონაწილეობის მიღების უფლება 12 ცნობილ გოგონას შეუძლია, წვეულებისთვის გოგონები ვალსის შესრულებას სწავლობენ.

„ეს წვეულება ჩემთვის გამოცდილებაა, რომლითაც დღის სინათლეზე გამოვალ, პირველად დავდექი ქუსლიან ფეხსაცმელზე და ვცდილობ თავი ღირსეულად მეჭიროს. ყველაზე მეტად პოლონეზის სწავლა გამიჭირდა, მაგრამ ეს მომენტი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის“ -განუცხადა ჟურნალისტებს თინა კანდელაკის ქალიშვილმა მელანია კონდახინამ. მელანიამ წვეულებისთვის Tony Ward-ის კაბა მოირგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here