რას პასუხობს ნინი ბადურაშვილი გავრცელებულ ჭორებს?

0
1748

ჭორები ნინი ბადურაშვილის გათხოვების შესახებ, ისევ აქტუალური გახდა. სოციალურ ქსელში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ნინი რუს ოლიგარქს მიჰყვება ცოლად, თუმცა ვის, არ აკონკრეტებენ.

ჭორების გადასამოწმებლად ნინის ჟურნალი „სარკე“ დაუკავშირდა.

ნინი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქს მიჰყვებით ცოლად. ეს სიმართლეა?
რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. ხომ იცით, რომ მორიგი დებილობაა, არ მინდა ეს კითხვა.

რატომ დაგაკავშირეს ისევ რუსეთთან?
არ ვიცი, სულ ასე არ მაკავშირებენ გაუგებარ ხალხთან?

ანუ თქვენს პირადში სიახლე არაფერია?
საერთოდ არაფერი.

შეყვარებულიც არა ხართ?
ხომ იცით, რომ ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ტყუილად მეკითხებით პირად თემებზე. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ პირადზე აღარ ვისაუბრო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here