რა სიურპრიზი მოუწყო ბიონსემ სცენაზე თავის მოცეკვავეებს?

0
3274

პოპ მუსიკის დედოფალი ბიონსე მსოფლიო ტურნეს განარძობს. შემსრულებელმა ახალი ალბომი “Formation“ უკვე თითქმის მთელ მსოფლიოს მოასმენინა. ტურნეს ფარგლებში მან ვიქენდი სენტ ლუისში გაატარა, სადაც მორიგი კონცერტი გამართა.

ყველაზე პოპულარული ჰიტის “Single ladies“ შესრულების შემდეგ, ბიონსემ მიკრფონი მოულოდნელად მოცეკვავეთა გუნდის ერთ-ერთ წვრს ჯონ სილვერს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ სცენაზე კიდევ ერთი მოცეკვავე, ეშლი ევერეტი მოიწვია და ისარგებლა რა შემთხვევით, გოგონას ათასობით ადამიანის წინაშე ცოლობა სთხოვა.  მანაც არ დააყოვნა და თანხმობა განაცხადა. წყვილს გაბედნიერება პირველმა სწორედ ბიონსემ მიულოცა. ამაღელვებელმა სცენამ, მის გამოსვლას კიდევ უფრო მეტი ემოციურობა შესძინა.

https://www.youtube.com/watch?v=cUiBIAPz_T8

ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბიონსეს სასიყვარულო ფრონტზეც ნანატრმა სიმშვიდემ დაისადგურა, მისი და ჯეი ზის ურთიერთობაში არსებულ განხეთქილებაზე გავრცელებული ჭორებიც, ნელნელა დავიწყებას მიეცა.

როგორც ჩანს ქარიშხალი ჩადგა და წყვილი თავს კვლავ არაჩვეულებრივად გრძნობს. რამდენიმე დღის წინ ისინი დიდი ხნის მეგობრის, ქანიე ვესტის კონცერტზე ერთად მივიდნენ და დრო არაჩვეულებრივად გაატარეს, რის დასტურადაც გულშემატკივარს რამდენიმე ფოტო გაუზიარეს.

beyonce-jay-z

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here