ნოე სულაბერიძის გადაცემას „ნოესთან“ წამყვანის მეუღლე, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სტუმრობდა.
ჯანეტმა კითხვაზე, ვინ არის ჯანეტ ქერდიყოშვილი? უპასუხა:
„ჯანეტ ქერდიყოშვილი არის ნოე სულაბერიძის მეუღლე“.
პასუხს ნოე სულაბერიძის ხუმრობით ნათქვამი რეპლიკა მოჰყვა:
„ყველაზე მაგარი პასუხი, რაც ამ სკამზე მომისმენია“.
„ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა“, – უპასუხა ჯანეტმა.
„ჯანეტი არის ძალიან უბრალო და უშუალო გოგონა, რომელსაც ღვთის წყალობით, დღეს აქვს ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ეს არის ჩემი ოჯახი, ეს ხარ შენ, ჩემი ბავშვები, ეს არის წრე, რომელიც ჩემს ირგვლივ არის. ეს არის სამსახური, რომელზეც ვერ ვიტყვი რომ ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ვხვდები – ზუსტად იქ ვარ, სადაც საჭირო იყო და ძალიან კომფორტულია ეს გარემო ჩემთვის“, – ამბობს ჯანეტი.




