ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად „მარიგოლდმა” ქართული გათანამედროვებული სამოსის ბრენდბუქი შემოგვთავაზა, რაც სპეციალურად იტალიისთვის მზადდება. სწორედ იტალიაში გასამართი გამოფენისთვის იქმნება ბრენდბუქი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
ფოტოები ევროპის 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა, იური აკოპოვმა გადაიღო. მან ეს ჯილდო ქალაქ კატანიაში გამართულ ევროპის წლის პროფესიონალ ფოტოგრაფთა დაჯილდოვებაზე მიიღო, სადაც საქორწილო კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას. მას ოქროს კამერა გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფს კონკურსზე სწორედ „მარიგოლდის“ საქორწილო კაბაში გამოწყობილი ქალბატონის ფოტო ჰქონდა წარდგენილი. როგორც „მუზიკბოქსთან” საუბარში კომპანია მარიგოლდის დამფუძნებელმა, თამარ ნადირაძემ აღნიშნა: “ეს პროექტი არა მხოლოდ კომპანიის გაცნობა იქნება ევროპაში, არამედ წარადგენს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას“.