20.8 C
Tbilisi
Saturday, August 20, 2022

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვეს (ვიდეო)

„რუსთავი 2“-ის დილის გადაცემის მშვენიერ წამყვანს, მაიკო ჭაფოძეს, საქმროს, დათო ბახტურიძემ ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა. მაიკოსთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ დრო დასჭირდა გონზე მოსასვლელად, შემდეგ კი რჩეულს ცოლობაზე დათანხმდა. ნინო არაზაშვილმა ამ ამბავს ყველაზე რომანტიკული ხელის თხოვნა უწოდა და კოლეგას გაბედნიერება მიულოცა.

მოგვიანებით მაიკომ დაწერა:

„ისეთი ემოციური იყო ეს ყველაფერი, მართლა მეცხრე ცაზე ვარ სიხარულისგან ❤❤❤❤❤დიახ, თანახმა ვარ… მიყვარხარ და მთელი ცხოვრება მეყვარები ❤ Sky Kings მართლა ცის მეფეები ხართ ! ისე ოსტატურად მომიწყვეთ ამხელა სიურპრიზი, რომ ეჭვიც არაფერში შემპარვია 🙂 დილა მშვიდობისა საქართველო და უღრმესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს და უმაგრეს გუნდს, ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის“.

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები