ჯაბა ბოჯგუას დედა ემოციურ წერილს უძღვნის: „8 თებერვლის დილა იყო მაშინაც…“

0
2575

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალიას შვილს ემოციურ წერილს უძღვნის, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალი უკვე მეცხრე წელია, კომაშია, ოჯახი კი გაჭირვებით ახერხებს თავის გატანას და ავადმყოფის მოვლას.

„დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამქვეყნად…

ჯაბა, შვილო, შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ…

ბოლო 9 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენ გამო მინდა…

დედა-შვილობაა ის გრძნობა ,რომელიც მაძლიერებს და ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…

მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო მალე…

შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ, დედი…

9 წელია, იმედით ვცოცხლობ,

9 წელია, შენს გულს ვდარაჯობ…

შენ ხარ გათენება ჩემი…

8 თებერვლის დილა იყო მაშინაც… 9 წლის წინ…

მიყვარხარ დედი…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here