გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილი ექიმ მერაბ ტატიშვილის ქალიშვილი იყო

0
247

გუდაურში დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილი კლინიკა “იუნონას” დირექტორის მერაბ ტატიშვილის ქალიშვილი იყო.

ცოტა ხნის წინ კლინიკის ფეისბუქ გვერდზე სალომეს ფოტოები და ემოციური პოსტი გამოქვეყნდა.

“გაფრინდა ლამაზი სიცოცხლე….
სამედიცინო ცენტრი იუნონა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კლინიკის დირექტორის, ბ-ნი მერაბ ტატიშვილის 12 წლის ქალიშვილი სალომე ტატიშვილი

მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
უსასრულობის შევცურე ზღვაში,
მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე–
დედამიწიდან გავფრინდი ცაში…
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
ვიცი, დავწყვიტე უამრავს გული,
მაგრამ მე მხოლოდ სახე ვიცვალე,
თქვენში ჩავტოვე მე ჩემი სული…
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე
და სანამ ვცოცხლობ, არ დავდუმდები!
მივდივარ, მაგრამ აუცილებლად,
აუცილებლად დაგიბრუნდებით!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here