ქართველებმა ამერიკული თოქ-შოუს ფეისბუქი დაბომბეს – “ვამაყობთ ზაზა ფაჩულიას მიღწევებით…“

0
31

ამერიკული თოქ-შოუს “The Starters“-ის წამყვანებმა ზაზა ფაჩულიას უკვე მეორედ დასცინეს. მათ სიცილი ვერ შეიკავეს იმის გამო, რომ ზაზა ფაჩულიას “ოლ სტარსში“ მისახვედრად მთელი საქართველო იბრძვის, მათ შორის, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

მას შემდეგ, რაც ეს ვიდეო პროგრამამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განათავსა, ქართველებმა ის კომენტარებით “დაბომბეს“.

ბიბი კვაჭაძე: “წარმოიდგინეთ, ქართველები როგორ დასცინიან ცნობილ ამერიკელ სპორტსმენებს… თქვენ ძალიან გეწყინებოდათ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. ეს დიდი საქმეა. დიახ, საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ აქვს უდიესი კულტურული მემკვიდრეობა და ღირსება და ამაყობს ზაზა ფაჩულიას მიღწევებით. ასე რომ, კარგი იქნება, თუკი ჟურნალისტურ ბოღმას განდევნით თქვენგან. გააცნობიერეთ ეს და გამოხატოთ ცოტა სიყვარული, მიხედეთ თქვენს მანერებს, თუკი დაგრჩათ ასეთი. რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

ზურა სალუქვაძე: “ვიცით, რომ ტრ…კები ხართ და დაგვცინით, მაგრამ არა უშავს, ჩვენი მიზანია ზაზამ “ოლ სტარსის“ თამაშზე იასპარეზოს. იმის მიუხედავად, რომ თქვენი აზრი არ გვაინტერებს, მაინც მოგიტევებთ. დიდი მადლობა ამ ვიდეოსთვის, რადგან ზაზას ის დამატებით 10 000 ხმას მოუტანს“.

დავით გოგიბედაშვილი: “თქვენ უბრალოდ არ იცით, როგორია, ამაყობდე ადამიანით, რომელიც შენი ქვეყნიდანაა და მას მხარში დაუდგე, რადგან ეს თქვენი მენტალიტეტისთვის ძალიან უცხოა. ზაზა არ არის NBA-ს საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ ის კარგი მოთამაშეა. ქართველებს ის უყვართ და დამიჯერეთ, რომ არა მხოლოდ ქართველებს. და თუკი “ოლსტარსი“ გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ბიჭს მივცეთ ხმა, მაშინ ეს არ უნდა გახდეს თქვენი დისკუსიის თემა. დიდი მადლობა ზაზასა და საქართველოს პოპულარიზაციისთვის“.

ქართველებმა კიდევ ძალიან ბევრი კომენტარი დატოვეს “სტარტერსის“ შოუს გვერდზე, მათ შორის იმის შესახებაც, რომ საქართველოს მაშინაც ჰქონდა კულტურული ცხოვრება, როცა მათი წინაპრები შიშვლები ტყეში დარბოდნენ. ვნახოთ, როგორ გამოეხმაურებიან სარკაზმით აღსავსე წამყვანები ასეთ კომენტარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here