“სექსი არის, შოპები – არა”, BBC თბილისში სექს-შოპების ტაბუზე წერს

0
292

კავკასიის ქვეყნებსა და მათ შორის საქართველოში სექს-შოპები ტაბუდადებული თემაა, ამის შესახებ BBC-ს რუსულენოვანი ბიურო წერს.

ავტორის ინფორმაციით, სტატიის დაწერამდე თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიებს გაეცნო. ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილი ამბობენ, რომ ასეთი მაღაზიების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია და დაოჯახებულ ადამიანებს “სექს-სათამაშოები“ არ სჭირდებათ. ნაწილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ სექს-შოპების მომსახურებით სარგებლობა ცოდვაა.

თუმცა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი სექს-შოპების პროდუქტს ძალიან საჭიროდ მიიჩნევს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ თბილისი პატარა ქალაქია და ამიტომ მსგავს მაღაზიაში სტუმრობისგან ყველა თავს შეიკავებს.

სტატიის მიხედვით, სექს-შოპების მიმართ ქალები უფრო დიდ ინტერესს გამოხატავენ, ვიდრე მამაკაცები.
ერთ-ერთი ქალი კი, ვინც დაუფარავად ამბობს, რომ ასეთი მაღაზიის არსებობა საჭიროა, საქართველოში სექს-შოპის ყოფილი მფლობელი აღმოჩნდა.

“მაღაზიაში ძალიან ბევრი ადამიანი შემოდიოდა და ყიდულობდა ბევრ ნივთს, თუმცა შემოსვლამდე ისინი სახეს მალავდნენ. ჩვენს მომხმარებლებს შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებიც, გვწერდნენ მადლობის წერილებსაც,“ – განუცხადა BBC-ს მაღაზიის ყოფილმა მფლობელმა, რომლის სახელს და გვარს სტატიის ავტორი არ წერს.

რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სექს-შოპის პროდუქტი ბევრს დაეხმარა პრობლემების გადაჭრაში, თუმცა მალე მფლობელები იძულებულები გახდნენ მაღაზია დაეხურათ, რადგან სექს-შოპის არსებობა გააპროტესტა ეკლესიის მრევლის ნაწილმა. მისივე მტკიცებით, პოლიციამ სთხოვა მაღაზიის მფლობელებს, არ გამოეწვიათ ეკლესიის პროვოცირება და მაღაზია დაეხურათ.

“ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ იმ ხალხს შორის, ვინც ჩვენი მაღაზიის არსებობას აპროტესტებდა, ჩვენივე მომხმარებლებიც იყვნენ. აქვს თუ არა აზრი გაიხსნას სექს-შოპი საქართველოში დღეს? – არა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ოღონდ არა საქართველოში. აქ ეკლესიის გავლენა ხალხზე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მენტალიტეტი არ შეცვლილა. საქართველო ძალიან პატრიარქალური ქვეყანაა,“ – ამბობს სექს-შოპის ყოფილი მფლობელი BBC-სთან“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ორი ონლაინ სექს-შოპია, “სექსმარკეტი“ და “კუპიდონი“, რომლებიც მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ.

“რა თქმა უნდა, სექს-შოპების პროდუქცია აუცილებელი და მარგებელია, ამასთან – ადამიანებისთვის უბრალოდ სიამოვნება მოაქვს. ონლაინ-მაღაზიების წყალობით, პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია,“- ამბობს “ბიბისისთან” ექიმი-სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩეულებრივი სექს-შოპების გახსნა საქართველოში არ ღირს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here