„ჩემი სიამაყე, სუნთქვა და გამართლება ხარ, დედუ“ – როლანდ ოქროპირიძის უფროსი შვილის შესანიშნავი შესრულება

როლანდ ოქროპირიძის შვილი

მსახიობ როლანდ ოქროპირიძის შვილთან ერთად გამოჩენამ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

როლანდმა გიორგისთან ერთად მაყურებელს შესანიშნავი დუეტი შესთავაზა.

თავად გიორგიმ კი ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერა ⁠„ჩუმად გაგიყვან მინდორში” შეასრულა.

შვილის ემოციური შესრულების შემდეგ, გიორგის დედა, მწერალი ეკატერინე ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი სიამაყე, სუნთქვა და გამართლება ხარ, დედუ“

აღსანიშნავია, რომ როლანდ ოქროპირიძემ გადაცემაში მისი შვილის დედას, ეკატერინე ბაქრაძეს საჯარო მადლობა გადაუხადა.

Scroll to Top