„ეს დღეც დადგა, ეს არის ის მოვლენა, რომელიც მართლაც რომ ეკუთვნოდა არა მარტო ჩემთვის საყვარელ ადამიანს“ – საბურთალოს რაიონში მსახიობ ჯემალ ღაღანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

0
119
ჯემალ ღაღანიძე
ჯემალ ღაღანიძე

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი მსახიობის, ჯემალ ღაღანიძის სახელი მიენიჭა.

ამის შესახებ მსახიობის შვილიშვილი, სანდრო მიკუჩაძე სოციალურ ქსელში წერს და ბაბუის სახელობის ქუჩიდან ფოტოებს აქვეყნებს:

„ეს დღეც დადგა, „ჯემალ ღაღანიძის“ სახელობის ქუჩა… ეს არის ის მოვლენა, რომელიც მართლაც რომ ეკუთვნოდა არა მარტო ჩემთვის საყვარელ ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს (არ ჩამოვთვლი) არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ძალიან კარგ საქმეში“, – წერს სანდრო მიკუჩაძე.