თამო ვაშალომიძე ახალ წელს სტამბოლში შეხვდება – „შეუცვლელი ტრადიცია მაქვს, რომ…“

0
3761

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ახალ წელს თურქეთში შეხვდება. მანამდე საახალწლო ფოტოსესია შესთავაზა თავის თაყვანისმცემლებს და მათთვის, რასაკვირველია, იმედი არ გაუცრუებია…

თამოს მისი საახალწლო ტრადიციების შესახებ ვკითხეთ.

თამო:

შემდეგი წელი, ვიმედოვნებ, უფრო წარმატებული იქნება ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის. ამ დღესასწაულს სტამბოლში მეგობრებთან ერთად შევხვდები.

რაც შეეხება ტრადიციებს, შეუცვლელი ტრადიცია მაქვს, რომ ნაძვის ხე აუცილებლად მე უნდა ავაწყო. ვცდილობ, ყოველ წელს განსხვავებულად გავაფორმო და ერთი და იგივე სათამაშოები არ ეკიდოს.

საახალწლო სუფრიდან მიყვარს გოზინაყი, რომელსაც შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგად ვამზადებ, საცივისგან განსხვავებით (იცინის).

ბედობას კი ვცდილობ გავაკეთო ის, რაც მინდა, მთელი წლის განმავლობაში გამყვეს.

ყველაზე მაგარი საჩუქარი ახალ წელს რა მიგიღია?

ეს იყო ყელსაბამი…

ძვირად ღირებული?

საკმაოდ (იღიმის).

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here