რას წერს პრესტიჟული გამოცემა ნინო სურგულაძის შესახებ?

0
2920

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე მთელ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავია, შესაბამისად პრესტიჟული გამოცემები მის შესახებ, ხშირად წერენ. ნინოს შესახებ სტატია ამჯერად ჟურნალმა “Opernwelt”-მ გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი გერჰარდ პერშე მას რომეოს ადარებს.

“მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე ექსტრაორდინალური, არაჩვეულებრივი რომეოა. ბავშვობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა ფილმებში და ახლა ისე გამოიყურება, გეგონება ნაკლული რგოლი (missing link) იყოს ოდრი ჰეპბერნსა და ანა მანიანის შორის. იგი თავის მაქსიმუმს აძლევს როლს მსახიობურად და მღერის თბილი, ხავერდოვანი ბგერით, რომელიც დრამატიზმითაა აღსავსე, მაგრამ ამასთან არ ჟღერს ზედმეტად მკვეთრად ან მეტალურად. ჩვენ კარგად გვახსოვს ამ როლში ჯოის დიდონატოს (Joyce DiDonato) გამოსვლა ციურიხში (კრისტოფ ლოის დადგმის DVD-დან) და პირადად უპირტესობას სურგულაძეს ვანიჭებთ. ასევე ვანიჭებთ მას უპირატესობას ვივიკა ჟენოსთან (Vivica Genaux) შედარებით ფაბიო ბიონდის ხელმძღვანელობით ჩაწერილი CD-დან; რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გემოვნების ამბავია.” – წერს გამოცემა ქართველი მეცო-სოპრანოს შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here