ნოდიკო ტატიშვილმა თავისი სტუდიის პატარებთან ერთად საახალწლო სიმღერა ჩაწერა, რომლიც პრემიერაც დღეს, 28 დეკემბერს, თათა სადრაძის სააავტორო გადაცემაში „არტ-FM” შედგება, ტელეპრემიერა კი „პროფილში“.
სიმღერის სახელწოდება „ახალია წელია“, მისი მელოდია და ტექსტი ზაზა წურწუმიას ეკუთვნის. როგორც ნოდიკომ გვითხრა, პირველი საახალწლო სიმღერა ბავშვებთან ერთად ორი წლის წინ ჩაწერა, ახლა კი გადაწყვიტა, მათთან ერთად კიდევ ერთი საახალწლო მელოდია ჩაეწერა.
ნოდიკოს შემოქმედებით ცხოვრებაში სხვა სიახლეებიცაა. ახლახან დაასრულა მუშაობა სალომე ბაკურაძესთან ორ დუეტზე, ერთი ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, მეორე კი გია მაჭარაშვილს. ამ უკანასკნელს ნოდიკო და სალომე 31 დეკემბერს, საახალწლო გალაკონცერტზე შეასრულებენ.
გარდა ამისა, იგეგმება ნოდიკოს ტურნე გერმანიაში, 24 იანვარს – შტუტგარტში, 28 იანვარს კარსრუეში, ხოლო 29 იანვარს – მიუნხენში.
ნინო მურღულია