ქართული ბომონდის დანაკლისი – ეკა ყურშიტაშვილი და მაკო კობერიძე შოუბიზნესიდან მიდიან

0
10247

სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ შოუ-ბიზნესში დაბრუნებული პლეიბოი გოგონა, მაკო კობერიძე, ქართულ ბომონდს ტოვებს. ამის შესახებ კობერიძე სოციალურ ქსელში წერს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ შოუ-ბიზნესში დაბრუნებული მოდელი, ბომონდმა და საზოგადოებამ ვერ მიიღო.

“მე მივდივარ ამ ეგრეთწოდებული ბომონდიდან… წარმატებებს, პიარს და ტრამპლინს გისურვებთ… მე ვრჩები იმ სამყაროში… სადაც ყველაზე საუკეთესო ფერებია, სიმშვიდე… ერთგულება და ის ერთადერთი კაცია, ვის გამოც ვიცოცხლებ და ვიქნები დამოუკიდებელი, ძლიერი მაკო… good buy ერო და ბერო… ცისარტყელის 7 ფერს გისურვებთ ცხოვრებაში“ – წერს კოებრიძე სოციალურ ქსელში. მას კომენტარებში მხოლოდ ეკა ყურშიტაშვილი ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ქართულ ბომონდს ყურშიტაშვილის სახით მეორე დიდი დანაკლისი ელის. “ბომონდი ესეც… დაიკიდე მოგყვები მეც“ – წერს კომენტარებში ეკა ყურშიტაშვილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here