5.8 C
Tbilisi
Friday, November 11, 2022

ინგა გრიგოლია მისი გადაცემის გარშემო გაჟღერებულ შეფასებებს ეხმაურება

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მისი გადაცემის გარშემო გაჟღერებულ შეფასებებს ეხმაურება.

“აუცილებლობად ჩავთვალე დამეწერა ეს სტატუსი, რადგან წავიკითხე ყველა კომენტარი და შეფასება ერთი თუ მეორე მხრიდან, გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით. ძალიან შევწუხდი და გვარიანადაც ვინერვიულე, რადგან არ ვარ ადამიანი, რომლსთვისაც სულ ერთია, როცა მაყურებელი ბრაზდება, არ ვარ ჟურნალისტი, რომელიც გეტყვით, წერეთ და იკითხეთ ან პულტი აიღეთ და გადართეთო. მართლა არაა სულ ერთი, ვინ რას ფიქრობს და რას ამბობს. როგორც მივხვდი, ძალიან გამინაწყენდა ბევრი მაყურებელი, ორივე მხრიდან, გუშინდელი ეთერის გამო და გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო. ახლა კი აუცილებელი განმარტება, რომლის მერეც, ცხადია, არანაირ კომენტარებს ამ თემაზე აღარ ვაპირებ.

გუშინდელი გადაცემა დაიგეგმა იმიტომ, რომ პრობლემა, რომელიც განსხვავებულ ადამიანებზე ძალადობას ეხებოდა და რომელიც ათასჯერ გამიშუქებია და ამით გამომიხატავს ჩემი პოზიცია, უმძიმეს პრობლემად მიმაჩნია. გადაცემაში მოწვეული იყო ყველა მხარე, ვისზეც ძალადობენ, ვინც უმცირესობების უფლებებს იცავს და ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობები. გვინდა-არ გვინდა, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ ეს მხარეები არსებობს ქვეყანაში. უკლებლივ ყველა სტუმარმა იცოდა, ვინ იქნებოდა სტუდიაში მისი ოპონენტი. სიურპრიზი არავისთვის ყოფილა რომელიმე მათგანის იქ ყოფნა, ამიტომ დემარში და პროტესტის ნიშნად სტუდიის დატოვება , მოულოდნელი იყო ჩემთვის)(გავოცდი)..) თუ ვინმეს არ სურდა საუბარი იქ მყოფ ოპონენტებთან, არც უნდა მოსულიყო სტუდიაში. მე გამაკვირვა ამ პროტესტმა, თითქოს ვინმემ არ იცოდა სტუმრების ვინაობა. ბალანსი იყო სრულიად დაცული და ვერასოდეს გავიზიარებ, რომ გადაცემა ცალმხრივად უნდა გაკეთდეს (ნებისმიერ თემაზე). შეცდომა ყველას მოგვდის, მე მილიონჯერ მომსვლია ეთერშიც და ეთერს მიღმაც, მაგრამ თუ შეცდომაზეა საუბარი, ჩემს გუშინდელ მთავარ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ვიცოდი, რა აგრესიაც მოყვებოდა ამ თემას და მაინც გავაკეთე. იქიდან სტუმრები რომ არ გაქცეულიყვნენ , გარკვეული ინტერვალებით და კარგად აეხსნათ თავისი სათქმელი, როგორი მძიმეა უმცირესობების ბედი ამ ქვეყანაში, ალბათ ეს უფრო სწორი იქნებოდა, ბალანსიც ბოლომდე იქნებოდა შენარჩუნებული და მაყურებელი ბევრ ახალ ფაქტსაც გაიგებდა ძალადობებზე.

ყველაზე მტკივნეულ თემებზე დისკუსია თუ არ შედგება, მუდმივად იქნება ტაბუდადებული და რაღაც სტიგმად ქცეული თემები ამ ქვეყანაში. კიდევ გავიმეორებ, ყველამ იცოდა ოპონენტების ვინაობა წინასწარ, ხუთი დღით ადრე.

იგივე მინდა ვთქვა მეორე მხარეზეც, რომელიც ზნეობის და მორალის პედისტალიდან მელაპარკება და მამუნათებს, რატომ მივუძღვენი გადაცემა ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობას. მივუძღვენი იმიტომ, რომ საშინელი ძალადობა ხდება ამ ხალხზე და ეს რომ არ უნდა ხდებოდეს, ამიტომაც გავაკეთეთ გადაცემა. გამიგრძელდა სათქმელი, მაგრამ აუცილებლობად ჩავთვალე ამის დაწერა. წავიკითხე უცნაური კომენტარებიც, გრიგოლიას რომ პირადი ცხოვრების კადრებით ემუქრებოდნენ, ჩვენ ვიცავდით და ეხლა როგორ გაბედა მოძალადეების მოწვევა სტუდიაშიო. ესეც გამიკვირდა-მე არ მეგონა შარშან, მარტის იმ დღეებში კონკრეტულად მე თუ მიცავდა ვინმე. მე მეგონა, ყველა ერთად ვებრძოდით ქვეყანაში მორალურ ტერორს და ერთად ვიცავდით საზოგადოებას ამ ტერორისგან. ძალიან უნდა მოინდომოს ვინმემ, რომ ჰომოფობობა ან, როგორც მეორე მხარე გვაბრალებს, ზნეობის ჩარჩოებიდან გასვლა დააბრალოს “რეაქციის” გუნდს)))))))))

მე ჩემთვის ისიც აღმოვაჩინე, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთ სწორ აზრად და ჭეშმარიტებად, მხოლოდ ის აზრი მიაჩნიათ (მათ შორის, დემოკრატიაზე და განსხვავებული აზრის ატანის აუცილებლობაზე მოღაღადე ნაწილს) რომელიც თავად აქვთ და თუ გადაცემაში მათთვის, თუნდაც ძალიან მიუღებელი აზრი გამოითქმება, ეს მერე კატეგორიულად მიუღებელი ხდება ხოლმე. მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში ყველას, ვინც შეიძლება განაწყენდით ჩვენზე. თუმცა გადაცემა მე ასე მესმის-ასახო ის, რაც ხდება, იმსჯელო, თუნდაც ცხარე დისკუსია მოაწყო ყველა მხარის მონაწილეობით და არა ცალმხრივად.

P.s-ღირდა თუ არა მაყურებელი დაგვეფიქრებინა იმაზე, რასაც ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ტრანსგენდერი ქალი ყვებოდა? -ღირდა, თუმცა ამიერიდან, როცა ასეთ მტკივნეულ, მაგრამ ძალიან ფაქიზ თემებზე მიდგება საქმე, კარგად დავფიქრდები, მიღირს თუ არა პირადად მე, გავაშუქო ეს თემები)))“ – წერს გრიგოლია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები