ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალი სიმღერის ტელეპრემიერა გაიმართა (ვიდეო)

0
2155

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ მრავალწლიანი მეგობრობის მიუხედავად, თავიანთი პირველი დუეტი მხოლოდ ახლა ჩაწერეს. მელოდიური სიმღერა სიყვარულზე ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ტექსტი ირინა სანიკიძეს. მისი რადიოპრემიერა „ფორტუნას“ ეთერში ორი დღის წინ შედგა, ხოლო ტელეპრემიერა „პროფილში“.

როგორც მეგობრებმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აღნიშნეს, ეს ისეთი სიმღერაა, თუკი რჩეული გყავთ, აუცილებლად მოგინდებათ თავის მის მხარზე ჩამოდება, ხოლო თუკი მეორე ნახევარი არ გყავთ, მოგინდებათ, რომ გყავდეთ.

სიმღერის სახელწოდებაა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერეს, არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here