მესამე ცოლს გაშორებული ბექა ჩხაიძე სიყვარულზე ამღერდა – „მენატრები…“

0
2364

„ალილოს“ სოლისტი, ბექა ჩხაიძე რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. როგორც მისი მეგობარი, თაკო დოლაბერიძე ამბობს, ის თავის მესამე ქორწინებას გაექცა. ახლა, როცა თავის მესამე მეუღლეს, თეონა ჯაფარიძეს დაშორდა და ეს თავად თეონამ დაწერა „ფეისბუქზე“, ბექას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია.

მან ახლახან სოცქსელში სოლოსიმღერა განათავსა, სახელწოდებით „შენთვის ძგერს ეს გული“, „ჩემი ახალი!. გიძღვნით ყველა შეყვარებულს“, დაწერა ბექამ. სიმღერაში ამგვარი ტექსტია – „შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ, მენატრები“.

სიმღერამ მის მეგობრებს შორის მოწონება დაიმსახურა და მას ასეთი კომენტარები მოჰყვა:

„ცხოვრება ხარ, მიწვავ გულს ყოველთვის…“

„ბრავო, ბექ!.. რა მაგარია, რომ დაბრუნდი…“

„ბექა, ლამაზი სიმღერაა ულამაზესი შესრულებით!..“

„იცი შენ, რა უჩქარებთ გულებს…“

„უფ, რა დამწვარი ხარ…“ ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here