კორუფცია, კრიმინალი, თუ კიდევ რომელი ერთი სამოქალაქო პრობლემა ჩამოვთვალოთ, ეს ის თემებია, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს ჩვენს თანამედროვეობაში. სად არის სამართალი? ერთ-ერთი ასეთი პრობლემური საკითხია სამართალდამცავებისა და პატიმრების ურითიერთობა. რეჟისორი ირაკლი ბიბილური სწორედ ამ თემაზე პანტომიმის თეატრის მაყურებლისთვის სპექტაკლს ამზადებს, სადაც სათქმელი სარკასტულ-იუმორისტული ხერხით იქნება გადმოცემული. „გისოსებს მიღმა“, ასე ჰქვია წარმოდგენას, რომლის პრემირა 30 ივნისსა და 1 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.