ნინი ბადურაშვილი: „იმედი მაქვს, მომავალ თბილისის მერს ისე ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს!..“

ნინი ბადურაშვილი: „იმედი მაქვს, მომავალ თბილისის მერს ისე ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს!..“

ნინი ბადურაშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, როგორი უნდა იყოს თბილისის მერი. მომღერლის მოსაზრებით, მომავალ მერს ისე უნდა უყვარდეს ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს. რა პრობლემების მოგვარებას ელის მომავალი მერისგან, ამის შესახებ ნინიმ სტატუსი გამოაქვეყნა.

შემსრულებელი წერს:

„ძალიან დიდ იმედი მაქვს იმისა, რომ მომავალ ჩვენი დედაქალაქის მერს ისევე ძლიერ ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს! მიხედავს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს: 1. მოაგვარებს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას რაც გამოიხატება იმაში, რომ სტატისტიკით თბილისი ჰაერის დაბინძურების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში! 2. ახალ თანამედროვე მშენებლობებთან ერთად შეუნარჩუნებს თბილისს ძველ იერსახეს და სილამაზეს, რომლითაც ამაყობდა ძველად თბილისი! 3.განტვირთავს საცობებისგან, რადგან თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ,ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება ქალაქში! 4. იზრუნებს დედაქალაქის გამწვანებაზე და გააშენებს ბევრ სკვერს, ბაღს, სპორტულ მოედანს, რათა ბავშვებს მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება და გართობა! და ბოლოს მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს!“

სიახლეები/

|

June 29, 2017 / 1:22 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი. ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი […]

42 წლის თინა კანდელაკის ფორმაში ყოფნის საიდუმლო – „არანაირი ვარჯიში და დიეტა არ გიშველით, თუკი…“

42 წლის თინა კანდელაკი შესანიშნავ ფორმაშია და სხეულის დემონსტრირებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე არ ერიდება. ტელეწამყვანი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და თავის მოვლაც არ ესწავლება, თუმცა, გვარწმუნებს, რომ მისი რეცეპტი მაინც განსხვავებულია და აღნიშნავს: „მეგობრებო, არანაირი სპორტი და დიეტა არ გიშველით, თუკი ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლი არის ბოროტება. ამ შაბათს ეროვნულ ვარჯიშს გამოვტოვებ, თქვენ ივარჯიშეთ მანდ, ჩემ მაგივრად, […]

სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი ბადურაშვილი სექსუალურ შევიწროებაზე: „ხომ მშვიდობა გაქვთ, რეებს განიხილავთ?“

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ბოლო დროს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სჯა-ბაასში ერთვება და სოციალურ ქსელში ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. ნინი წერს: „დეკოლტეზე დაჟინებული მზერა დასჯადია)))? ხომ მშვიდობა გაქვთ, რეებს განიხილავთ))))))“ როგორც ჩანს, მომღერლისთვის ეს სახუმარო თემაა: „რაზე ზიხარ? დაჟინებულ მზერაზე, ძმაო)))))“ მისმა სტატუსმა მის მეგობრებში მხიარულება და შემდეგი სახის კომენტარები გამოიწვია: „ავტობუსში მანდილოსანს რომ […]

ნინი ბადურაშვილის შვილი ინდური სერიალიდან სიმღერას ასრულებს – “რაღა ვქნა”

“ინდური სერიალების გავლენა… რაღა ვქნა”, წერს ნინი ბადურაშვილი და აქვეყნებს თავისი ქალიშვილის, ელენეს ვიდეოს, სადაც ის ინდურ სიმღერას დიდი მონდომებით მღერის. ელენეს აშკარად მოსწონს დედიკოს კოსმეტიკა და ვიდეოსთვის, როგორც ჩანს, დაიხატა კიდეც. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი ინტერესდება, პატარა გოგონა ბოლივუდის ვარსკვლავობასაც ხომ არ გეგმავს, რაზეც ნინი პასუხობს: “თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია”.

ნინი ბადურაშვილი ქართულ შოუბიზნესზე: „ყველა მოტივირებულია, გააკეთოს ახალი…“

ნინი ბადურაშვილი სტატუსს აქვეყნებს ქართულ შოუბიზნესთან დაკავშირებით და გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ბოლო დროს ამ სფეროში სხვანაირი გარემო შეიქმნა და სექტემბერში უამრავი ახალი სიმღერის გამოსვლას ელის, რაც ძალიან ახარებს. „ამ ბოლო დროს ბევრი ქართველი შემსრულებლის კონცერტზე ვიყავი და ძალიან მახარებს ის ფაქტი,რომ ქართველი მსმენელი დაუბრუნდა ქართულ მუსიკას და პერეანშლაგია ყველა კონცერტზე! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის! […]

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გამართულ კონცერტზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდა

კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ინიციატივით, „ოტიუმში“ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში უამრავი მომღერლის მონაწილეობა დაანონსდა. მომღერლები, რასაკვირველია, ადგილზე მივიდნენ და კონცერტიც გამართეს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ გამოთქვა ჯაბას დახმარების სურვილი და კონცერტზე, რომელზეც მისი ოჯახისთვის გადასაცემი თანხის შეგროვების იმედი ჰქონდათ, მხოლოდ 34 სტუმარი მივიდა. ბილეთის ფასი 30 ლარი გახლდათ. მანამდე სოცქსელში სხვადასხვა მოწოდებას წაიკითხავდით […]

ნინი ბადურაშვილი დას სკოლის დამთავრებას ულოცავს

ეკა კახიანის ნაბოლარა ქალიშვილმა, ქეთო თოფურიძემ დღეს სკოლა დაამთავრა. ბოლო ზარის ამსახველ ფოტოებს ნინი ბადურაშვილი აქვეყნებს და უმცროს დას სკოლის დამთავრებას ულოცავს. „გილოცავ ქეთო‼️ ახლა იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი ძალიან ბევრი და საინტერესო თავგადასავლით! აბა, შენ იცი, წარმატებები!!!“ – აღნიშნავს ნინი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.  

რეკლამა