10.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ნინი ბადურაშვილი: „იმედი მაქვს, მომავალ თბილისის მერს ისე ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს!..“

ნინი ბადურაშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, როგორი უნდა იყოს თბილისის მერი. მომღერლის მოსაზრებით, მომავალ მერს ისე უნდა უყვარდეს ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს. რა პრობლემების მოგვარებას ელის მომავალი მერისგან, ამის შესახებ ნინიმ სტატუსი გამოაქვეყნა.

შემსრულებელი წერს:

„ძალიან დიდ იმედი მაქვს იმისა, რომ მომავალ ჩვენი დედაქალაქის მერს ისევე ძლიერ ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს! მიხედავს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს: 1. მოაგვარებს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას რაც გამოიხატება იმაში, რომ სტატისტიკით თბილისი ჰაერის დაბინძურების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში! 2. ახალ თანამედროვე მშენებლობებთან ერთად შეუნარჩუნებს თბილისს ძველ იერსახეს და სილამაზეს, რომლითაც ამაყობდა ძველად თბილისი! 3.განტვირთავს საცობებისგან, რადგან თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ,ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება ქალაქში! 4. იზრუნებს დედაქალაქის გამწვანებაზე და გააშენებს ბევრ სკვერს, ბაღს, სპორტულ მოედანს, რათა ბავშვებს მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება და გართობა! და ბოლოს მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს!“

Latest Posts

ბოლო სიახლეები