„ეს იყო შეცდომით ქორწინება, ბექა ნასვამი იყო…“ – ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ქორწინების კიდევ ერთი სკანდალი

0
3722

„ალილოს“ სოლისტის ბექა ჩხაიძისა და თეონა ჯაფარიძის ქორწინება „ფეისბუქზე“ დასრულდა. თეონამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბექას დაუწერა, რომ მისგან მიდიოდა, რადგან ბექა მისი ღირსი არ იყო. ამ სტატუსს მომღერლის მეგობარი, თაკო დოლაბერიძე გამოეხმაურა, რის შემდეგაც თეონა ჯაფარიძის მეგობრებმა მას ბექას საყვარლობა დააბრალეს.

თაკო დოლაბერიძემ „სარკესთან“ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი ბექამ და თეონამ.

„როგორც მე ვიცი, ბექა შუქნიშანთან იყო გაჩერებული. ეს გოგო ამოუდგა მანქანით, ბექას სიმღერა ჰქონდა ჩართული და ასე გაიცნეს ერთმანეთი…“

თაკო ასევე აღნიშნავს, რომ „ეს იყო შეცდომით ქორწინება. ბექა ნასვამი იყო, ამ გოგომაც დრო იხელთა და გაჰყვა. რა პრობლემაა, ნასვამ ადამიანს ცოლად რომ გაჰყვები?! ბექას არც ერთ შემთხვევაში ვამართლებ. ამ ამბების გამო მან დატოვა თბილისი და საბერძნეთში, ათენში წავიდა. არეული იყო, არ იცოდა, რა ექნა, თეონას წინაშეც თავს დამნაშავედ გრძნობდა.

ამ გოგოს მიმართ მეც მქონდა სიბრარულის გრძნობა. როგორც ქალი ქალს, ძალიან ვუთანაგრძნობდი, რადგან ეს არ არის ის საქვიელი, რომელიც კაცს შეეფერება, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი მეგობარია თუ არა“.

თაკო აღნიშნავს, რომ ბექა „ისეთი მთვრალი იყო, რომ აღარ ახსოვდა. თეონას მოყვანიდან ერთი კვირის შემდეგ ყოველ საღამოს ღამის სამ საათამდე ჩემთან იყო, სახლში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდებოდა. ძალიან ნერვიულობდა, რომ არ ახსოვდა…“

„სარკის“ რესპონდენტის თქმით, თეონა ჯაფარიძეს სურდა, საბერძნეთში ბექასთვის ჩაეკითხა და თავზე დასდგომოდა – „არ ვიცი, ასე სად შეუყვარდა ბექა“, ამბობს თაკო დოლაბერიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here