ნიკო ცალანი: „დარწმუნებული ვარ, „ფორტუნა პლუსის“ახალი პროექტით ახალ ვარსკვლავებს აღმოვაჩენთ!..“

ნიკო ცალანი: „დარწმუნებული ვარ, „ფორტუნა პლუსის“ახალი პროექტით ახალ ვარსკვლავებს აღმოვაჩენთ!..“

„ფორტუნა პლუსის“ წამყვანი ნიკო ცალანი ამავე რადიოს ძალიან საინტერესო ახალი პროექტის წამყვანია. კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, რვა საათზე, „ფორტუნა პლუსის„ფეისბუქ“-გვერდზე ქართული ჯგუფების, უკვე ცნობილებისა თუ ახალბედების ცოცხალი შესრულება და ინტერვიუ გელოდებათ. „EXCLUSIVE LIVE“-ს დღეს, 21 თებერვალს იხილავთ. ნიკო გვესაუბრა პროექტის შესახებ ვრცლად.

ნიკო ცალანი:

ვარ მელომანი. სულ ვფიქრობდი, გამეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელსაც არ ექნებოდა მხოლოდ გასართობი ხასიათი. მინდოდა, დავხმარებოდი ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე არიან – ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე ჰყავთ მცირე აუდიტორია და სურთ უფრო ფართო მსმენელამდე საკუთარი შემოქმედების მიტანა. თავიდან არ იყო ამისი ტექნიკური საშუალება. მცირე ხნის წინ კი „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერმა, რეზო კაკულიამ მომაწოდა ტექნიკურად გამართული გადაცემის იდეა, რაც ძალიან მომეწონა და დაუფიქრებლად დავთანხმდი. წლების განმავლობაში სულ მქონდა ამის სურვილი და ჩვენი პროდიუსერის დახმარებით მას ხორცი შეესხა.

გადაცემას ჰქვია „EXCLUSIVE LIVE“. ყოველ ოთხშაბათს, რადიოში გადის ჩემი გადაცემა „ექსკლუზივი“, სადაც ქართველი შემსრულებლების სიმღერების პრემიერები. გარდა ამისა, „ფორტუნა პლუსი“ მუდამ ასოცირდება ხარისხთან. ჩემი გადაცემის მეორე ნაწილში მსოფლიო ვარსკვლავების ჰიტების შესახებ ვსაუბრობ, ამ კომპოზიციებს ჩვენი კომპანია იძენს ოფიციალურად და ჩამოდის უმაღლესი ხარისხით, შესაბამისად, საავტორო უფლებები არის დაცული. ეს გადაცემა ქართველ მსმენელს აცნობს ყველა იმ სიმღერას, რომელიც შემდეგ აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში.

გადავწყვიტეთ, ამ გადაცემის დამატებითი ნაწილი ყოფილიყო ლაივ-შესრულება, რაც იქნებოდა განკუთვნილი სოცქსელისთვის. „ფეისბუქზე“ ბევრი მიმდევარი გვყავს, ძალიან აქტიურები. დარწმუნებული ვარ, ქართველი შემსრულებლების „ფეისბუქ“-ლაივები ძალიან რეიტინგული იქნება. შინაარსითაც საინტერესო გადაცემაა, ცოცხალი და უშუალო.

გადაცემაში ინტერვიუც იქნება მუსიკოსებთან?

დიახ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაცემაში ვიწვევთ არა მხოლოდ ცნობილ მუსიკოსებს, არამედ ახალბედებსაც. ყველაზე დიდი პლუსი, რაც ჩვენს პროექტს აქვს, არის ის, რომ ყველა ცოცხლად მღერის და უკრავს. მელომანისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფის ან შემსრულებლის ლაივში მოსმენა. შევანაცვლებთ ერთმანეთს ცნობილ ჯგუფებს და ნაკლებად ცნობილებს.

როგორ შეიძლება მოხვედრა თქვენს გადაცემაში?

ძალიან მარტივად. ჩვენს „ფეისბუქ“-გვერდზე განთავსდება საკონტაქტო ინფორმაცია. სტუდიის ნომერზეც შეუძლიათ შემოხმიანება, თუმცა არის კონკრეტული კრიტერიუმები, რაც შემსრულებლებმა უნდა დააკმაყოფილონ – ხარისხიან მუსიკას უნდა ქმნიდნენ, უნდა იყოს საინტერესო შემოქმედება. მხოლოდ თავად არ უნდა მოსწონდეს საკუთარი სიმღერა…

როგორ ფიქრობ, ახალ ვარსკვლავებს აღმოაჩენთ?

ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ (იღიმის).

ნინო მურღულია

 

სიახლეები/

|

February 21, 2018 / 1:37 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მარიამ კოტრიკაძე: “ბერამ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს”

"გახდი ვარსკვლავის“ მონაწილე მარიამ კოტრიკაძე მაშინ ჩავწერეთ, როცა პროექტის ბოლო, მეათე ნახევარფინალისთვის ემზადებოდა, რეპეტიციას მცირე ხნით მოვწყვიტეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ვისი შვილის მამაა ნიკო ცალანი?

ბოლო რამდენიმე საათია რადიო "ფორტუნა პლუსის" წამყვანის, ნიკო ცალანის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტო აქტუალობას არ კარგავს. რადიოწამყვანმა სოციალურ ქსელში პატარა ბავშვთან ერთად გადაღებული სურათი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "My sweet boy", რასაც ნიკოს ფეისბუქ-მეგობრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მდედრობითი სქესის რადიოსმენელების გულთამპყრობელი დაუჯახებული არ გახლავთ.

რეკლამა