“მარიგოლდის” ფოტოსესია გათანამედროვებულ სამოსში

“მარიგოლდის” ფოტოსესია გათანამედროვებულ სამოსში

ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად „მარიგოლდმა” ქართული გათანამედროვებული სამოსის ბრენდბუქი შემოგვთავაზა, რაც სპეციალურად იტალიისთვის მზადდება. სწორედ იტალიაში გასამართი გამოფენისთვის იქმნება ბრენდბუქი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

ფოტოები ევროპის 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა, იური აკოპოვმა გადაიღო. მან ეს ჯილდო ქალაქ კატანიაში გამართულ ევროპის წლის პროფესიონალ ფოტოგრაფთა დაჯილდოვებაზე მიიღო, სადაც საქორწილო კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას. მას ოქროს კამერა გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფს კონკურსზე სწორედ „მარიგოლდის“ საქორწილო კაბაში გამოწყობილი ქალბატონის ფოტო ჰქონდა წარდგენილი. როგორც „მუზიკბოქსთან” საუბარში კომპანია მარიგოლდის დამფუძნებელმა, თამარ ნადირაძემ აღნიშნა: “ეს პროექტი არა მხოლოდ კომპანიის გაცნობა იქნება ევროპაში, არამედ წარადგენს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას“.

 

სიახლეები/

|

February 8, 2018 / 6:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას სოლიდარობას უცხადებს

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ირაკლი კაკაბაძე წერს: „სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე […]

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

დალი ჩიტალაძის გლამურული დაბადების დღე

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე 55 წლის გახდა. დაბადების დღე მეგობრულ წრეში აღნიშნა. თვლის, რომ მთავარია ის განწყობა სამყაროს მიმართ, რომელიც გვაძლევს ახალგაზრდულ ენერგიასა და სტიმულს. როგორც დალიმ “მუზიკ ბოქსთან” საუბარში აღნიშნა: ბედნიერია იმით, რომ წლები ემატება და თვლის, რომ ღვთისგან ბოძებული დიდი მადლია დაბერება, იმ ბედნიერების შეგრძნება რასაც ამ ქვეყნად ცხოვრება ჰქვია. სტუმრებს შორის იყვნენ […]

გიორგი ქებურიას სათვალით თავს „ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი“ იწონებს

გიორგი ქებურიას სათვალეები აქტუალურობას არ კარგავს. ჯერ იყო და ეპატაჟურმა მომღერალმა, ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის კოპლებიანი კაბა ჩაიცვა. შემდეგ კი ყველა საერთაშორისო მოდური გამოცემა გიორგი ქებურიას სათვალეებზე ალაპარაკდა. ჯიჯი ჰადიდის, სლიკ ვოდსისა და კორტნი კარდაშიანის შემდეგ გიორგი ქებურიას სათვალეები შვედმა მოდელმა და ვიქტორია სიკრეტის ანგელოზმა, ელზა ჰოსკმა მოირგო. მოდელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც […]

რეკლამა