მაკა ცინცაძეს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს (ვიდეო)

მაკა ცინცაძეს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს (ვიდეო)

„პირველი არხის“ ახალი გადაცემის წამყვანი მაკა ცინცაძე ამ არხის ეთერში 6 ნოემბერს გამოჩნდა, ახალი ფორმატით. ეს დღე მაკასთვის ისედაც განსაკუთრებული იყო, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავდა. „აქტუალური თემის“ თანამშრომლებმა კი მისთვის დაბადების დღის მილოცვა ორიგინალურად გადაწყვიტეს – გადაცემის დასრულების შემდეგ მას სტუდიაშივე მიართვეს ტორტი და ულამაზესი ყვავილების ბუკეტი. სანამ მაკა სანთლებს აქრობდა, მანამდე მისი თაიგული  დავით უსუფაშვილმა დაიკავა.

მოგვიანებით მაკამ დაწერა:

„უმნიშვნელოვანესი დღე და პოზიტიური დასაწყისი! ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს! მთელ „პირველ არხს“! უმაგრეს გუნდს! ძალიან მიყვარხართ!“ ვიდეო

სიახლეები/

|

November 7, 2017 / 4:58 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ავთანდილ ცვიტინიძის მეუღლის გრანდიოზული დაბადების დღე და ულამაზესი წითელი კაბა (ვიდეო)

18 თებერვალს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძის დაბადების დღე იყო და ის გრანდიოზულად აღინიშნა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც წყვილის მეგობრები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც. ხათუნა დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბით გამოცხადდა. შესაბამისი ვიდეო ავთანდილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა და დაბადების დღე მიულოცა მეუღლეს. ამ დღეს მუსიკალური ნომრების გარეშე, რასაკვირველია, არ ჩაუვლია. სცენა დაიკავეს […]

ნათია დუმბაძეს გოგონა შეეძინა – მომღერალმა ლოს-ანჯელესში იმშობიარა

ნათია დუმბაძესა და მის მეუღლეს, ბაჩო ბატატუნაშვილს, აშშ-ში გოგონა შეეძინათ. პატარა 18 თებერვალს დაიბადა, „სედარ სინაი ჰოსპიტალში“, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ნათიას მეუღლე ბოლო პერიოდია, აშშ-ში ცხოვრობს, მომღერალი ხშირად სტუმრობს ხოლმე მას, მეორე ბავშვის მოლოდინში კი ბოლო რამდენიმე თვე მეუღლესთან ერთად გაატარა და მშობიარობაც იქ გადაწყვიტა. ნათიასა და ბაჩოს პირველი შვილი ბიჭი ჰყავთ, რომელსაც დუდუ ჰქვია. […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკა დათო არჩვაძის სიმღერაზე აცეკვდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება მაია ლებანიძის გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ცეკვავს „ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკას როლის შემსრულებელი, ქეთი ჩხეიძე დათო არჩვაძის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე. ვიდეო თავად დათომ გააზიარა და დააწერა, – „ ჩემს სიმღერაზე აცეკვებული ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ქეთი ჩხეიძე (ნუნუკა), რომელიც არანაკლებ გემრიელად და მაგრად მღერის და დუეტის ჩაწერის პირობაც დადებულიააა…“

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაკა ცინცაძე მეუღლეს დაშორდა – „მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი…“

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ადასტურებს ჭორს, რომელიც თბილისში დიდი ხანია, გავრცელდა – ის მეუღლეს დაშორდა. „სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა. მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან, პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და  გადაწყვეტილებაც ერთ […]

მაკა ცინცაძე „პირველ არხზე“ თოქშოუს გაუძღვება – „ჩემი გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა…“

მაკა ცინცაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ახალ თოქშოუს წაიყვანს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დაუდასტურა „ფორტუნას“ საიტს. მაკამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ტელევიზიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და საბოლოოდ, არჩევანი „პირველ არხზე“ შეაჩერა. ვრცლად

ცნობილმა ტელეწამყვანმა, მაკა ცინცაძემ იმიჯი შეიცვალა

ცნობილმა ტელეწამყვანმა, მაკა ცინცაძემ იმიჯი შეიცვალა. მან ქერა თმა გადაიღება და ვარცხნილობა შეიცვალა, რომელიც ძალიან მოუხდა. მაკამ ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომელმაც მისი მეგობრების მოწონება დაიმსახურა და ტელეწამყვანს ეს გადაწყვეტილება დადებითად შეუფასეს.

მაკა ცინცაძის 4 წლის გოგონა სახლში “მაკა ცინცაძეობას“ თამაშობს – ნახეთ დედა-შვილის საგაზაფხულო ფოტოსესია

ტელეჟურნალისტი მაკა ცინცაძე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში“ გადასაღებად თავის პატარა გოგონასთან, 4 წლის კესოსთან ერთად გვესტუმრა. კესო ლამაზ თეთრ კაბაში გამოეწყო და დედიკოსთან ერთად ფოტოგრაფის წინ იპოზიორა.

მაკა ცინცაძის რომაული არდადეგები (ფოტოები)

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "20/30"-ის წამყვანი მაკა ცინცაძე ზამთრის არდადეგებს იტალიაში ატარებს. მაკასთან ერთად იმყოფება მისი მეგობარი ნინუცა კახნიაურიც.

რეკლამა