ლევან მჭედლიძეს მართვის მოწმობა და მანქანა ჩამოართვეს

0
2255

“ემპოლის“ და საქართველოს ნაკრების ბომბარდირს, ლევან მჭედლიძეს ავტომობილი და მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის თაობაზე, იტალიური გამოცემა “Il Tirreno” ავრცელებს.

მჭედლიძე საგზაო პატრულმა გააჩერა. ფეხბურთელს საბუთები მოსთხოვეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელს მართვის მოწმობა რუსეთის ფედერაციაში აქვს აღებული, ხოლო ავტომობილი ერთი წლის წინ აქვს ნაყიდი და ის საქართველოშია რეგისტრირებული.

ეს ყველაფერი იტალიურ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლის თანახმად, 2006 წლიდან იტალიაში ყველა ავტომფლობელი ვალდებულია, მხოლოდ ამ ქვეყანაში აიღოს მართვის მოწმობა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ამავე ქვეყანაში უნდა დარეგისტრირდეს შეძენიდან, არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში.

ლევან მჭედლიძეს საკუთარი მანქანა ჯარიმის გადახდის შემდეგ დაუბრუნდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here