სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი – რას მოუწოდებს საკუთარ თაყვანისმცემლებს

0
3817

„ოქროს ტალღა 2017“-ის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. 125 სიმღერა უკვე ელის მხარდაჭერას. წლის საუკეთესო ქართული სიმღერის გამოსავლენად კონკურსს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 2013 წლიდან ატარებს. სხვადასხვა დროს კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა, 5000 ლარით დაჯილდოვდნენ, მათ შორის იყვნენ ნიაზ დიასამიძე, ანრი ჯოხაძე და სხვა შემსრულებლები.

ახლახან საიტზე goldenwave.ge გამოქვეყნდა ის სიმღერები, რომლებიც შესაძლოა, ინტერნეტრჩეულის ნომინაციაში მოხვდნენ, თუკი შესაბამისი რაოდენობის ხმას დააგროვებენ.

ქართველმა მომღერლებმა, ვისი სიმღერა ან სიმღერებიც ამ სიაშია, უკვე დაიწყეს საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდებზე მოწოდებების გავრცელება და საკუთარ თაყვანისმცემლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამგვარი მოწოდება დადო, სოფო ნიჟარაძეა. „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია მისი სიმღერა „მაპატიე“, მელოდიის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი ირინა სანიკიძესა და დავით დოიაშვილს ეკუთვნით.

სოფო წერს:

„მაპატიე“ „ოქროს ტალღაზე“ ❤️

ჩემს მხარდასაჭერად, გადადით ბმულზე და ხმა მიეცით, თუ, რა თქმა უნდა მოგწონთ და სურვილი გაქვთ, დიდი მადლობა ყველას“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here