“საქართველოს არ ჰყავს მტერი! პირველი მტერი ქართველია!“ – იუნა შაფათავა

0
2182

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ საქართველოს მტერი ქართველია.

“მამა სერაფიმეს ჩემი უღრმესი პატივისცემა და გვერდში დგომა. ერთხელაც ვიტყვი და რუსეთზე და თურქეთზე მოკეტეთ ჩემთან. მამაჩემის მამა, Макаров Леонид Васильевич – სტალინის და ბერიას დროს რეპრესირებული. ბებიაჩემი იძულებული იყო, შვილები შაფათავაზე გადაეყვანა. ამიტომ ვარ შაფათავა და მეამაყება ბაბუაც და ბებიაც! მეორე ბაბუა, დედის მხრიდან- აკოპოვ ოგანეზ არშაკოვიჩ (дед, извини, что пишу в плохом месте про тебя, так надо), და დედაჩემის ბებიის ოჯახი ცალკე, 1915 წელს სომხეთიდან ჟლეტვას გამოექცნენ. ბაბუა იყო 10 წლის, ბებია-5-ის. ახლა წარმოიდგინეთ, როგორია, როცა დაკარგავ ოჯახს, მიწას, დებს, ძმებს – ზოგი გზაში ჩამორჩა,ზოგი მოიტაცეს თურქებმა და ვერასოდეს იპოვეს ერთმანეთი. დათვალეთ ახლა ჩემი გენეტიკური კოდი და წინაპრების ტკივილი! იგივე, ფაშიზმზე გამარჯვებული მკვლელი სტალინი იყო ჯუღაშვილი და ბერია ქართველი! ნიკოლოზ მეორეც რუსებმა გააქრეს. არის გენეტიკური კოდი, რომელიც თქვენ დამპყრობელთა მიერ გაუპატიურებული დედებისგან შეიძინეთ. იმიტომ ხართ მონური ფსიქოლოგიის! საქართველოს არ ჰყავს მტერი! პირველი მტერი ქართველია! მშვიდობა და ნეიტრალიტეტი გვინდა, თქვენ კი ლოცვასაც კრძალავთ. გენეტიკური კოდი ჩაგილპათ. არაა საშველი” –  წერს იუნა შაფათავა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here