ლელა წურწუმიას კონცერტმა დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩაიარა

ლელა წურწუმიას კონცერტმა დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩაიარა

ლელა წურწუმიას დიდი ხნით ადრე დაანონსებული კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მომღერლის დიდი ხნის თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა მსმენელიც შეუერთდა, რომელიც ლელა წურწუმიას მსმენელთა შორის არცთუ დიდი ხნის წინ ჩაეწერა. „ღამის სიჩუმე გაფანტე“ ბოლო დროს კლუბურ სივრცეებშიც კი ისმოდა…

„გუფი ლენდსა“ და დავით მაზანაშვილის ორკესტრთან ერთად ლელა წურწუმიამ ყველა იმ ჰიტის ახლებური ვერსია მოამზადა, რომელიც მსმენელს მისი რეპერტუარიდან ძალიან უყვარს. პოპულარული მომღერალი მოცეკვავეების ჯგუფთან ერთად ასრულებდა სხვადასხვა მოძრაობას (ქორეოგრაფი: ანდრო მელქუმოვი) და თან ცოცხლად მღეროდა ბექ-ვოკალისტების შემადგენლობის თანხლებით, ასევე აჟღერდა დუეტებიც, რომლებიც ლელამ მეგობრებთან ერთად იმღერა. კონცერტის რეჟისურა, ისევე, როგორც პირველი კონცერტისას, რომელიც ფილარმონიაში გამართა, ლელა წურწუმიამ დავით დოიაშვილს მიანდო.

რასაკვირველია, ლელა წურწუმიას შოუს არ ჩაუვლია საინტერესო კოსტიუმების გარეშე, რომლებიც მომღერალმა დიზაინერებს საკუთარი გემოვნებით შეაკერინა, მხოლოდ ერთი კაბა, რომელიც კონცერტის დასაწყისში მოირგო, ცნობილი ბრენდის „Balmain“-ის გახლავთ.

სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები, რომლებიც კონცერტს ადევნებდნენ თვალს, სიამოვნებით აზიარებდნენ ლაივ-ვიდეოებს კონცერტიდან და კოლეგასა და მეგობარს წარმატებით გამართულ ღონისძიებას ულოცავდნენ.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

May 21, 2018 / 4:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

როგორი ბაბუაა მამულიჩა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, მცირე ხნის წინ ბაბუა გახდა. მისი ვაჟის, ნიკუშას შვილი, ალექსანდრე 9 აგვისტოს დაიბადა. როგორც მამულიჩამ გვითხრა, არ უნდოდა, რომ მას კახი რქმეოდა. თავს ახალგაზრდა ბაბუად მიიჩნევს და მეგობრის, ლაშა ბასლანძის ხუმრობას, რომელმაც მას ბაბულიჩა შეარქვა, ღიმილით უყურებს. კახი მამულაშვილი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ბათუმში ვიყავი, როცა ალექსანდრე დაიბადა. დილის ექვსზე დაიბადა, დამირეკეს […]

დათო აბზიანიძე: „ეს ანდერგრაუნდ ელიტა გვეშაირება, თითქოს 26 მაისს და ომის 10 წლისთავზე რუსებთან ჩასვლა იქაური სისტემის ნგრევაა…“

ბლოგერი დათო აბზიანიძე, რომელიც „ბასიანის“ აქტიური დამცველი გახლდათ, კლუბის მიერ მოსკოვში დაგეგმილ ივენთზე მონაწილეობის გამო, მის მოწინააღმდეგედ გადაიქცა და სოციალურ ქსელში არაერთი მწარ შენიშნითაც გამოვიდა კლუბის მისამართით, რის გამოც ის „ბასიანის“ დახუული ჯგუფიდან გამოაძევეს და არც კლუბში შეუშვეს, მას ვერიფიკაცია გაუუქმეს. დათო აბზიანიძე წერს: როგორც აღმოჩნდა, მაჭახელასა და სოფლის დუქნებზე დაცინვა მაგარი იოლი პონტია, დინამოს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლელა წურწუმია მარტიდან მაისამდე თბილისში სოლოკონცერტებს აღარ გამართავს

ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეიქბუს-“გვერდზე მომღერლის გეგმების შესახებ სტატუსი გამოქვეყნდა. მან ორი ახალი სიმღერის პრემიერა და სამი კოცნერტი დააანონსა სხვადასხვა კლუბში, 8 მარტის შემდგომ კი თბილისში სოლოგამოსვლებს წყვეტს, ვინაიდან 20 მაისის დიდი სოლოკონცერტისთვის იწყებს მზადებას. ლელა აღნიშნავს: „მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო… თებერვლის დასაწყისში , ჩემ გვერდზე, icloudze,საშუალება გექნებათ, მოუსმინოთ ორ ახალ სიმღერას, – ლილიკო ნემსაძის, რომლის არანჟირების […]

ლელა წურწუმიას დატვირთული 2018 წელი – „მამულიჩას ვეუბნები, რომ ხანდახან ექსპლუატატორია…“

ლელა წურწუმიამ გეგმებზე „დღის შოუში“ ისაუბრა. მომღერლის თქმით, „გუფი ლენდთან“ ერთად რეპერტუარი გააკეთა და სწორედ მათთან ერთად გამართავს კონცერტებს ჯერ საქართველოს სამ ქალაქში, შემდეგ საზღვარგარეთ და 20 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მომღერლის პირველი კონცერტი აქ 200- წელს გაიმართა, შემდეგ 2011 წელს. ასევე ჰქონდა ოთხი სოლოკონცერტი სპორტის სასახლეში. „ჩემს კონცერტებზე დადის ყველა თაობის მსმენელი. მუსიკას […]

ლელა წურწუმია – „პრაიმშოუში“, ნატალი პორტმანი – „ოქროს გლობუსზე“ – „დიორის“ ერთნაირი კაბებით (ფოტოები)

ლელა წურწუმიას „პრაიმშოუში“ ულამაზესი შავი კაბა ეცვა, ორიგინალური გულით, რომელიც, როგორც შევიტყვეთ, „დიორს“ ეკუთვნის. გადაცემის გადაღებაზე მომღერალი ბრწყინავდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა, რაც ყველამ შენიშნა და აღნიშნა. გუშინწინ კი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე, ცნობილი მსახიობი, ნატალი პორტმანი, „დიორის“ ზუსტად იმავე კაბაში გამოცხადდა. ახლახან კახა მამულაშვილმა ორივეს ფოტო გააზიარა და დააწერა: „ნატალიმ უყურა ალბათ გადაცემას…“, რამაც მის […]

ლელა წურწუმიას კონცერტმა ათენში ანშლაგით ჩაიარა (ფოტო+ვიდეო)

8 ოქტომბერს ათენის ერთ-ერთ დარბაზში, ქართველი ემიგრანტებისთვის, ლელა წურწუმიას სოლოკონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ქორეოგრაფიული ნომრებით ერთ-ერთი საცეკვაო ანსამბლი აფორმებდა. ლელამ ყველა თავისი ჰიტური კომპოზიცია შეასრულა. მომღერალს ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, რომელიც დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ნახელავია. საკონცერტო დარბაზის შემდეგ ლელამ ერთ-ერთ კლუბში გადაინაცვლა, სადაც ასევე გამართა კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. კონცერტის შემდეგ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა […]

ლელა წურწუმიას გერმანიაში დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა

ლელა წურწუმიას მიუნხენში კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მომღერლის ვიდეომიმართვა გავრცელდა კონცერტთან დაკავშირებით, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ღონისძიება აღარ გაიმართება, მიზეზი კი ორგანიზატორების მიერ პირობების შეუსრულებლობა გახდა. ამის შესახებ ლელას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად გვინდოდა […]

რეკლამა