ჯაბა ბოჯგუას დედა ემოციურ წერილს უძღვნის: „8 თებერვლის დილა იყო მაშინაც…“

ჯაბა ბოჯგუას დედა ემოციურ წერილს უძღვნის: „8 თებერვლის დილა იყო მაშინაც…“

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალიას შვილს ემოციურ წერილს უძღვნის, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალი უკვე მეცხრე წელია, კომაშია, ოჯახი კი გაჭირვებით ახერხებს თავის გატანას და ავადმყოფის მოვლას.

„დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამქვეყნად…

ჯაბა, შვილო, შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ…

ბოლო 9 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენ გამო მინდა…

დედა-შვილობაა ის გრძნობა ,რომელიც მაძლიერებს და ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…

მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო მალე…

შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ, დედი…

9 წელია, იმედით ვცოცხლობ,

9 წელია, შენს გულს ვდარაჯობ…

შენ ხარ გათენება ჩემი…

8 თებერვლის დილა იყო მაშინაც… 9 წლის წინ…

მიყვარხარ დედი…“

სიახლეები/

|

February 8, 2018 / 12:57 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„მხოლოდ ქართულს“ 18%-იანი რეიტინგი აქვს – „სუპერკლასი ვიხილე!..“

„მხოლოდ ქართული“ უკვე მესამე ორშაბათია, ეთერშია. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი 18%-იანი რეიეტინგი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართული სიმღერების პროექტი დროულად გაკეთდა. ნიკა გვარამიამ ასევე შეაფასა საკუთარ არხზე დაწყებული შოუ და აღნიშნა: „ნერვიულობისგან და გადაღლისგან ჩამეძინა, რაც უიშვიათესად ხდება. სამაგიეროდ, გავიღვიძე, გადავახვიე და სუპერკლასი ვიხილე! ვამაყობ ყოველი თქვენგანით, ვინც შოუზე იმუშავეთ და ნამდვილად საუკეთესო ათეული […]

კაბუს ინტერვიუ, რომელიც დაჭერამდე მისცა – „წელიწადნახევარი ვიწვალე, მკურნალობა დავასრულე…“

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რეპერ კაბუსთან (კახა აბუაშვილი) ინტერვიუ გამოქვეყნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ცნობილი მსახიობი და რეპერი სპეცოპერაციის დროს კანონიერ ქურდებთან ერთად დააკავეს და სხვა ქართველებთან ერთად კრიმინალური ჯგუფის წევრობას ედავებიან. კაბუ ადრეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი საფრანგეთში ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად გაემგზავრა. დღევანდელ „სარკესთან“ მან სწორედ წელიწადნახევრიან მკურნალობის კურსზე ისაუბრა. მან […]

ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას საკუთარ შოუში გაარკვევს

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის. გადაცემის სახელია „ფარული კონცერტი“ და მას ვანო ჯავახიშვილის გუნდი ამზადებს. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გამართულ კონცერტზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდა

კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ინიციატივით, „ოტიუმში“ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში უამრავი მომღერლის მონაწილეობა დაანონსდა. მომღერლები, რასაკვირველია, ადგილზე მივიდნენ და კონცერტიც გამართეს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ გამოთქვა ჯაბას დახმარების სურვილი და კონცერტზე, რომელზეც მისი ოჯახისთვის გადასაცემი თანხის შეგროვების იმედი ჰქონდათ, მხოლოდ 34 სტუმარი მივიდა. ბილეთის ფასი 30 ლარი გახლდათ. მანამდე სოცქსელში სხვადასხვა მოწოდებას წაიკითხავდით […]

ქართველი მომღელები ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ერთიანდებიან

ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, გოგა მესხი, გიო ხუციშვილი, დათო ხუჯაძე, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, დათუნა მგელაძე - ეს იმ მომღერლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ერთიანდებიან და არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული კონგრესის“ ორგანიზებით 12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე კონცერტს გამართავენ.

რეკლამა