Eric Benet და Cee Lo Green 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ერთობლივ კონცერტს წარმოგვიდგენენ!..

Eric Benet და Cee Lo Green 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ერთობლივ კონცერტს წარმოგვიდგენენ!..

„ბლექ სი არენა“ წელს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს. შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტები ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში სცენაზე გამოდიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას წარმოადგენენ.

ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური პროექტი, რომელიც ამერიკელ მუსიკოსს, ერიკ ბენეს ეკუთვნის, „ბლექ სი არენაზე“ 10 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არენას დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებები ერიკ ბენესთან თითქმის დასრულებულია და ის „სოულის ღამეს“ მსოფლიოში აღიარებულ, 5 „გრემის“ და არაერთი სხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ სი ლო გრინთან ერთად წარმოადგენს. სი ლო გრინის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომლითაც მან სახელი გაითქვა, გახლავთ „Forget You“. ის რამდენიმე სეზონზე ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუს „ვოისის“ ჟიურის წევრიც იყო.

„სოულის ღამის“ საქართველოში გამართვის იდეა ერიკ ბენეს ეკუთვნის. ის გასულ წელს საქართველოს სტუმრობდა და „ბლექ სი არენას“ დარბაზის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. არენას ხელმძღვანელობასთან თავად აწარმოებდა მოლაპარაკებას მათ სცენაზე თავისი პროექტის გამართვის შესახებ. სი ლო გრინი მისი ახლო მეგობარია. აღსანიშნავია, რომ როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, ანი კავლელიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას თქვა, ერიკ ბენე აქტიურ პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საკონცერტო ლოკაციას მთელ მსოფლიოში და მოხარულია, რომ აქ დაბრუნების საშუალება მიეცა. მას ჩამოჰყავს ვარსკვლავური ბენდი, რომელთაგან ყველა მსოფლიოში აღიარებულ არტისტებთან თანამშრომლობს.

რაც შეეხება პროგრამას, ის მოიცავს ერი ბენეს 45-წუთიან და სი ლო გრინის ერთ საათიან გამოსვლას, მათ შორის იქნება ორივე არტისტის კოლაბორაციებიც. ჟანრის მოყვარულებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიება იქნება.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

July 17, 2017 / 2:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი 2 სექტემბერს დაიხურება

ამ წუთებში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ღონისძიება, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება, ხვალ, 2 სექტემბერს, დასკვნითი საღამოთი სწორედ „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დირექტორი ანა კავლელიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ესპანელი ფოლკლორისტი პოლო […]

„ბლექ სი არენას“ 2 სექტემბერს „ფლამენკოს ჯადოქრები“ ესტუმრებიან

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გრანდიოზული გალაკონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დაიხურება. უკვე მეორე წელია, ფოლკლორის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ახლად დაფუძნებული ფესტივალის სტუმრები არიან.  ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება, მისი ორგანიზატორი კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია. დასკვნითი საღამო, როგორც წინა წელს, ახლაც, „ბლექ სი არენაზე“ იგეგმება. დარბაზის ხელმძღვანელობა მოხარულია, რომ ჟანრის […]

დღის ფოტო – ნახევრად შიშველი შორენა ბეგაშვილი ერიკ ბენესთან ერთად

ამერიკელი შემსრულებელი ერიკ ბენე, მეორე დღეა, ბათუმშია. მუსიკოსი საქართველოს 5 „ფრემის“ მფლობელი სილო გრინთან ერთად ესტუმრა. გუშინ ამერიკელმა შემსრულებლებმა თავისი გუნდის წევრებთან ერთად ბათუმის „სექტორ 26“-ში შესანიშნავი დრო გაატარეს, სადაც ბერა ივანიშვილმა დაპატიჟა. ახლახან კი ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ერთ-ერთი სასტუმროს აუზზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერიკ ბენესთან ერთად არის გადაღებული. შორენა ფოტოზე, რასაკვირველია, საცურაო კოსტიუმითაა […]

Eric Benet-მ და CeeLo Green-მა ბათუმის ერთ-ერთი კლუბი „თავზე დაიმხეს“ (ფოტო+ვიდეო)

გუშინ ბათუმში ამერიკელი მომღერლები, ერიკ ბენე და სილო გრინი ჩამოფრინდნენ. მუსიკოსებს დასვენების დღე ჰქონდათ, დღეს კი უკვე საუნდჩექი ელოდებათ. ერიკ ბენესა და სილო გრინს ბერა ივანიშვილი მასპინძლობს. მან მუსიკოსები თავის საყვარელ გასართობ ადგილას, „სექტორ 26“-ში წაიყვანა, რომლის მენეჯერი ამჟამად, სალომე ბაკურაძის მეუღლე, ტელეპროდიუსერი ლაშა ბასლანძეა. სწორედ ლაშას „ფეისბუქ“-გვერდზე განთავსდა ლაივვიდეოები, საიდანაც გამოჩნდა, როგორ „დაიმხეს თავზე“ […]

„ბლექ სი არენაზე“ ერიკ ბენესა და სი ლო გრინის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება

ერიკ ბენე და სი ლო გრინი ერთობლივ „სოულის ღამეს“ ვარსკვლავური შემადგენლობის ბენდთან ერთად 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართავენ. ერიკ ბენე საქართველოში უკვე ნამყოფია, სი ლო გრინი კი ჩვენს ქვეყანას პირველად ესტუმრება. მათ ცალ-ცალკე პროგრამა ექნებათ და ერთობლივ ჯემსეიშენსაც შემოგვთავაზებენ. ერიკ ბენესა და სი ლო გრინის კონცერტის მიმართ მელომანებმა დიდი დაინტერესება გამოთქვეს. „ჩენ ინ ჯორჯიას“ […]

რეკლამა