ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!..

0
1943

14 სექტემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ორკესტს ზუბინ მეტა უდირიჟორებს. კონცერტი გაიმართება წინანდლის ამფითეატრში, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

კონცერტს კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ აფუძნებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად აფუძნებს „წინანდლის ფესტივალს“. ამ წამოწყებას უამრავი სხვა კომპანიაც შეუერთდა.

კონცერტი „სილქ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. შესრულდება ჯორჯე ენესკუს „Voix de la nature“, რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის V სიმფონია.

ღონისძიებაზე 12 წელს ქვევით პირები არ დაიშვებიან.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასებია: 120, 220, 250 და 280 ლარი. ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here