ემილი რატაკოვსკი უზომოდ სექსუალურ სამოსში…

0
5722

სექსუალური სამოსის დანიშნულება, ესთეტიურ სილამზესთან ერთად, წარმოსახვის პროვოცირებაა. თუმცა, ულამაზესმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ, წარმოსახვისთვის ბევრი არაფერი დაგვიტოვა და ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანა.

ახალგაზრდა მოდელი და მსახიობი, რომ გაშიშვლებას არ ერიდებოდა, ეს ჩვენთვის ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ემილი „Robin Thicke“-ს პოპულარულ კლიპში “Blurred Lines“ სრულიად შიშველი ვიხილეთ. ასერომ ჩვენთვის მოულოდნელი სიურპრიზი არ არის, როდესაც მოდელის მორიგი გაშიშვლების შესახებ ვიგებთ, თუმცა ულამაზესი ფორმების მქონე ემილი იმდენად მადისაღმძვრელია, რომ ძნელია ამ სილამაზეს გვერდი აუარო.

ნიუ იორკის მოდის კვირეულზე უზომოდ სექსუალურ შავ კაბაში გამოჩენილმა ემილიმ, ფოტოგრაფები მალევე მიიზიდა. მისი სამოსის დეკოლტე იმდენად ღრმა იყო, რომ მკერდს ძლივს ფარავდა, ასერომ საკუთარი სხეულის სილამაზეში დარწმუნებული ემილი, სასტუმრო პლაზას შავ ხალიჩაზე, კამერების წინ თამამად პოზირებდა.

აღსანიშნავია, რომ ემილი რატაკოვსკი ერთადერთი არ იყო, ვინც ნიუ იორკის მოდის კვირეულზე სხეულის დემონსტრირება მოახდინა. კვირეულზე გამომწვევ კაბებში თავად კარდაშიანები, პამელა ანდერსონი, ეშლი გრეჰემი და სხვა ცნობილი სახეები პოზირებდნენ, თუმცა 25 წლის ემილიმ, უნაკლო ფორმებით ყველა დაჩრდილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here