„დამსინა ამ ბოსისშვილმა“ – ნუკი კოშკელიშვილი მასტერის ახალ კლიპში

0
3194

„მაინც დამსინა ამ ბოსისშვილმა“ – ეს არის მთავარი ფრაზა გიორგი პავლიაშვილის, იგივე რეპერ მასტერის ახალი კლიპიდან, რომელიც „იუთუბზე“ ახლახან განათავსა. რეპერი წერს, რომ სულ უნდოდა, რეგეის ჟანრში რაიმე სიმღერის ჩაწერა და როგორც ჩანს, ეს ჩანაფიქრი განახორციელა. მასტერმა თავის კლიპში ცნობილი წამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი გადაიღო.

სიმღერას „დამსინა“ ჰქვია და იგულისხმება, როდესაც „ფეისბუქის“ პირად ჩატში მიწერისას Seen ეწერება, ანუ როცა შენს მინაწერს ნახავენ. (თუმცა პასუხის მოწერას არ ჩქარობენ)

მასტერმა ვიდეორგოლი 11 სექტემბერს „იუთუბზე“ ატვირთა და მას უკვე თითქმის 100 000 ნახვა აქვს. რეპერის ნამუშევრები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელებს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here