დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი საღამოთი თბილისის მოდის კვირეული დაიხურა (ფოტო)

0
1928

თბილისის მოდის კვირეული 30 ოქტომბერს ლეღვთახევში ულამაზესი ცოცხალი ექსპოზიციით დაიხურა. უკვე მესამე სეზონია, მოდის კვირეულის ორგანიზატორები ერთ-ერთ დღეს ცნობილ ქართველ ქალბატონებს უთმობენ, რომლებიც თავიანთ დროში განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ. ბასა ფოცხიშვილის მიერ დადგმული საინტერესო პერფორმანსი ცნობილ მხატვარს, ელენე ახვლედიანს მიეძღვნა, მის მამაკაცურ სტილს და პარიზში მოღვაწეობის რამდენიმეწლიან პერიოდს.

ლეღვთახევში მოდელებმა ელენე ახვლედიანის იმიჯი გაიმეორეს, რამდენიმე ადგილას სხვადასხვა ნახატითა და ჩარჩოებით, ასევე ყვავილებით გაფორმებულ ლოკაციაზე მოდელებს ელენე ახვლედიანის ეპოქის მცირე ხნით აღდგენას შეეცადნენ, რაც, შეიძლება თამამად ითქვას, გამოუვიდათ კიდეც. მუსიკალურად ღონისძიებას ჯგუფი „ნიუტონი“ აფორმებდა, მათი ჰანგების ქვეშ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ელენე ახვლედიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ მოგვითხრობდა… მოგვიანებით სცენა დაიკავეს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა, თაკო ჩხეიძემ და თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ია მაქაცარიამ, რომლებმაც კვირეულის ოთხდღიანი პროგრამა შეაფასეს. ვრცლად + ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here