ნიუ იორკში „მისის ტურიზმი აშშ“-ს ქართველ გამარჯვებულს გვირგვინი ჩამოართვეს (ფოტო)

0
3923

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა ნიუ იორკში მისის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ტიტულიც მოიპოვა, ის „მისის ტურიზმი საერთაშორისო ქველმოქმედება“ გახდა, თუმცა მალევე, „შეუფერებელი საქციელის“ გამო რასიზმში დაადანაშაულეს და გვირგვინი და ტიტულიც ჩამოართვეს. ცისნამის მაგივრად ზემოხსენებული ტიტული სხვა მონაწილეს, სვეტლანა კრამარს მიანიჭეს.

ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ორგანიზაცია „მის ტურიზმი აშშ“ და  „მისის ტურიზმი საერთაშორისო ელჩი“ წარმომადგენელმა, Marcie Concepcion-მა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„არასათანადო საქციელის გამო, The Miss Tourism USA Organization-ისა და The Ms. Tourism International Ambassador program-ის და „მის ტურიზმი საქართველოს“, ცისის გზები გაიყო. მას ოფიციალურად ჩამოერთვა მოპოვებული ტიტული და არ აქვს უფლება, ის სადმე გამოიყენოს. ჩვენ მას არაფერს ვუსურვებთ, გარდა ბედნიერებისა“.

კონკურსის ორგანიზატორის გაბრაზება მოჰყვა ფოტოს, რომელიც ცისნამის მეგობრებმა გამოაქვეყნეს, სადაც პირველი და მეორე ადგილის მფლობელი შავკანიანი გოგონები და ასევე მესამე პოზიციაზე გასული კონკურსანტი დანომრილები იყვნენ, თავად ცისნამიმ კი ეს ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა.. ვრცლად + ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here