დევიდ ლინჩი ქართული სიმღერითა და კერძებით აღფრთოვანდა – „საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ აქ ხელოვნების სიყვარული ჰაერში ტრიალებს…“

დევიდ ლინჩი ქართული სიმღერითა და კერძებით აღფრთოვანდა – „საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ აქ ხელოვნების სიყვარული ჰაერში ტრიალებს…“

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, დევიდ ლინჩი უკვე მესამე დღეა, საქართველოშია. ის თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა, სადაც თავისი ფონდის ეგიდით შეხვედრები გამართა. საქართველოში ის უკვე შეხვდა ქვეყნის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის განათლებისა და კულტურის მინისტრებს და მათთან კინოსკოლის დაფუძნებაზე ისაუბრა. ლინჩი ასევე ეწვია ანსამბლ „ერისიონს“, მოისმინა ქართული სიმღერა და ნახა ცეკვა, რითაც აღფრთოვანებული დარჩა, ასევე ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძებიც დააგემოვნა.

სანამ დღეს, „თბილისი მარიოტში“ დაგეგმილი პრესკონფერენცია დაიწყებოდა, უფრო სწორად, მისი ოფიციალური ნაწილი, მანამდე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს სიამოვნებით გაუზიარა შთაბეჭდილებები, რაც მის საქართველოში სტუმრობას ახლავს.

კითხვაზე, იცოდა თუ არა რამე ქართულ კინემატოგრაფზე, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, დევიდ ლინჩი აღნიშნავს:

„საქართველოში პირველად ვარ. მის კინემატოგრაფზე არანაირი ინფორმაცია არ მქონია, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კინემატოგრაფზე. მაგრამ რაც აქ ჩამოვედი, შევიტყვე, რომ ფელინი ყველას ურჩევდა ქართული ფილმების ნახვას… ყველა ქვეყანას მოაქვს გარკვეული შეგრძნებები, როცა იქ ჩადიხარ. საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ აქ ჰაერში ტრიალებს ხელოვნებისადმი სიყვარული“.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში სტუმრობა მომავალში მისთვის კონკრეტული ფილმის ინსპირაციად იქცეს, რაზეც რეჟისორმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა შთაგონებად შესაძლოა, ნებისმიერი მოგზაურობა იქცეს. ვრცლად

სიახლეები/

|

November 20, 2017 / 3:20 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოში

ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის ორგანიზებით 18 ნოემბერს ჩამოვა. 20 ნოემბერს მას სტუდენტებთან შეხვედრა ექნება, სადაც ტრანსცედენტალური მედიტაციის შესახებ ლექციას ჩაატარებს, იმავე საღამოს კინო „ამირანში“ „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენებასაც დაესწრება. დევიდ ლინჩი საქართველოში თავისი ფონდის წევრებთან ერთად ჩამოდის. ახლახან გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც ის ქართველ თაყვანისმცემლებს ესალმება. დევიდ ლინჩი აღნიშნავს: […]

დევიდ ლინჩი საქართველოს ოთხი დღით ეწვევა – რა პროგრამა აქვს ცნობილ რეჟისორს

18 ნოემბერს საქართველოში ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ჩამოდის. ჩვენს ქვეყანას ეწვევა ასევე დევიდ ლინჩის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ როთი. აღსანიშნავია, რომ ეს დევიდ ლინჩის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში, სადაც მისი ფონდის წარმომადგენლობა დაარსდა. დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის პრეზიდენტი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძეა. ფონდი საქართველოში 2017 წლის 25 ივლისს დაფუძნდა და […]

დევიდ ლინჩი ქართველ თაყვანისმცემლებს 20 ნოემბერს თბილისში შეხვდება

ცნობილი რეჟისორი დევიდ ლინჩი 20 ნოემბერს ქართველ თაყვანისმცემლებს კლუბში „ხიდი“ შეხვდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასია“ ავრცელებს, რომელსაც რეჟისორი და მუსიკოსი, გიგა აგლაძე ხელმძღვანელობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, შეხვდეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორ დევიდ ლინჩს, რომელიც გაგვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას კინოინდუსტრიაში და ისაუბრებს შემოქმედებით საქმიანობაში სრული პოტენციალის გამოყენებაზე ტრანსცენდენტალური […]

რეკლამა