სექსში პირველი ჩემპიონატი შვედეთში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც სექსი, როგორც სპორტის სახეობა დაარეგისტრირა.
ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები დღეში 6 საათის განმავლობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. თოთოეულს 45 წუთიდან 1 საათი აქვთ „მატჩისთვის“.
ჩემპიონატში მოქმედებს 16 წესი, მათ შორის: პოზების შეცვლაში კრეატიულობა, გამძლეობა..
გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენს.
ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ქართველმა უკვე გამოთქვა. მათ შორის არის კესარია აბრამიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
„ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ქვეყანა რამეში მესახელებინა“. წერს კესარია აბრამიძე.
ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი მერაბ დვალიშვილი კი ერთ ერთ საიტზე გამოქვეყნებულ აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა და კომენტარებში დაწერა:
„მაგ ჩემპიონატს ერთი ხელით მოვიგებ“.